ხელოვანის პორტრეტი
„მიყვარს ყველაფერი, რაც ხელოვნებას უკავშირდება! მისი ყველა დარგი. ბედნიერების განცდისთვის და შთაგონებისთვის, უბრალო მზიანი დღეც კი საკმარისია! შეიძლება ყოველთვის ვერ ვმუშაობ, მაგრამ ჩემს წარმოსახვაში მუდმივად მიდევს წინ ცარიელი ფურცელი, რომელსაც ხან აკვარელის გაღვრილი ფერებით, ხან ფანქრის მონასმებით ვავსებ. ჩემს რეალურ ცხოვრებაში და ნამუშევრებშიც მუდმივად ვცდილობ შევინარჩუნო ბალანსი და პოზიტიური განწყობა, მსუბუქი შეგრძნებები და ნაკლები სიმძიმე…
ვმუშაობ სხვადასხვა მასალაში: თიხა, აკვარელი, აკრილი, ტუში, მოზაიკა. რამდენიმე ნაძერწი ანიმაციური ფილმი და წიგნის ილუსტრაციაც გავაკეთე. ვმონაწილეობდი ადგილობრივ და საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენებში, ვორქოფებში. ვარ პედაგოგი.
პროფესიული გამოცდილება
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, მხატვრული კერამიკა, მაგისტრი