ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2026
პლატფორმა პროფესიონალი, მოყვარული და სტუდენტი ხელოვანი ქალებისათვის
წიგნის ილუსტრაცია
- ხელით შესრულებული ილუსტრაცია (ფანქარი, ტუში, აკვარელი, გუაში, აკრილი)
- ციფრული ილუსტრაცია (Adobe Illustrator, Photoshop, Procreate და სხვ.)
- შერეული ტექნიკა/mixed media (ხელით შესრულებული, ციფრული ან კოლაჟი)
- კომიქსი (ხელით შესრულებული ან ციფრული)
გრაფიკული დიზაინი
ვიზუალური კომუნიკაციისთვის შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ასახავს ბრენდის იდეას და კონცეფციას.
- ლოგო და ვიზუალური იდენტობა
- ტიპოგრაფიული ან კალიგრაფიული ნამუშევრები ( Specimen sheet)
- რედაქციული დიზაინი (მაგ. ჟურნალის/კატალოგის/ალბომის გვერდები)
- მიქს მედია დიზაინი
პლაკატი
გლობალურ, აქტუალურ, სოციალურ (და სხვა პრობლემურ) თემებზე შექმნილი საინფორმაციო და სარეკლამო პლაკატები. კინო და თეატრალური აფიშა.
- ციფრული პლაკატი
- ილუსტრაციული პოსტერები
- ტიპოგრაფიული პოსტერები
- ფოტო პოსტერები
- კოლაჟი / მიქს მედია პოსტერები
- ექსპერიმენტული და კონცეპტუალური დიზაინი
ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2023
პლატფორმა პროფესიონალი, მოყვარული და სტუდენტი ხელოვანი ქალებისათვის
წლევანდელი გამოფენის პრიორიტეტებია:
- გრაფიკული ხელოვნება (ნაბეჭდი ნამუშევრები, ნახატი, მონოტიპია; მასალა – ტუში, ფანქარი, პასტელი, აკვარელი, გუაში)
- ციფრული ხელოვნება /კომპიუტერული გრაფიკა
- ცალკე სექცია დაეთმობა პროფესიული სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტების ნამუშევრებს ზემოთ აღნიშნულ მედიებში
ციფრულ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
- სრულად შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმის ყოველი პუნქტი
- მოკლე ტექსტი („მოგვიყევით თქვენს შესახებ“. სასურველია, ესსეს ფორმა)
- ნამუშევრ(ებ)ის ხარისხიანი ფოტოები (მაქსიმუმ 3)
*** კონკურსში არ განიხილება სასუვენირო ხასიათის და ტირაჟირებადი ნამუშევრები
წესები და პირობები
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ წესებსა და პირობებს.
მოცემული წესებისა და პირობების გათვალისწინებით თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტი www.weekofart.com. საიტის გამოყენებით ან რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით საიტის წესებს, შეწყვიტეთ საიტის გამოყენება/რეგისტრაცია.
გამოფენის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ, რომ საიტის მოხმარების წესებსა და პირობებში ნებისმიერ დროს შეიტანონ ცვლილება.
საიტზე რეგისტრაცია არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანი პირებისათვის. შესაძლებელია, წარმოდგენილი იყოს ისეთი ხელოვნების ნიმუშები, სადაც ნაჩვენებია სიშიშვლე, რაც დაფარული არ იქნება.
საიტზე წარმოდგენილი ვიზუალური საკომუნიკაციო მასალები (ლოგო, საიტის დიზაინი) ეკუთვნის www.weekofart.com და მათი გამოყენება და გავრცელება პირადი ან კომერციული მიზნებისათვის ნებართვის გარეშე აკრძალულია. ორგანიზაცია არ იღებს პასუხისმგებლობას, თუკი „ჰაკერული“ გზით მოხდება გამოფენაში მონაწილე პირის მიერ საიტზე განთავსებული ვიზუალური/ფოტო ან ტექსტუალური მასალის უნებართვო გამოყენება.
საიტზე რეგისტრაციით მომხმარებელი გამოხატავს სურვილს, ჩაერთოს/მონაწილეობა მიიღოს „ციფრული გამოფენის“ შესარჩევ პროცესში. თუ მომხმარებელი სრულად არ შეავსებს აპლიკაციაში მოთხოვნილ ინფორმაციას, ის ავტომატურად გამოეთიშება შესარჩევ ეტაპს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოთხოვნილ ინფორმაციას და ატვირთოთ ნამუშევრების ხარისხიანი ფოტომასალა, რადგან იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იქნებით შერჩეული, თქვენს მიერ შევსებული ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის გამოყენებით უნდა შეიქმნას ციფრული კატალოგი. ტექსტური ნაწილი დაკორექტირდება და ითარგმნება ინგლისურ ენაზე ორგანიზატორების მიერ. თუ თქვენ დაგჭირდათ ტექნიკური დახმარება აპლიკაციის შევსების პროცესში, შეგიძლიათ მოგვწეროთ [email protected] ჩვენი წარმომადგენელი გაგიწევთ სრულ მხარდაჭერას და ტექნიკურ დახმარებას.
საიტზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აცნობიერებს, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის გამოგონილი და სრულად შეესაბამება სინამდვილეს. ასევე, მომხარებელი იღებს პასუხისმგებლობას ატვირთული ვიზუალური მასალის ავტორობაზე. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აუცილებელია, ნამუშევრები, რომლებსაც ის ატვირთავს, უნდა ეკუთნოდეს მას (უნდა იყოს ამ ეტაპზე მის მფლობელობაში). აქვე მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ ორგანიზატორებს აქვთ უფლება, სრულად გამოიყენონ ატვირთული ვიზუალური და ტექსტური მასალა/ინფორმაცია.
საიტის ადმინისტრაცია ზრუნავს მომხმარებლის მიერ მოწოდებულ პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე (ტელეფონი, ელ. ფოსტა და სხვა), აღნიშნულის გასხვისება ხდება მხოლოდ წინასწარი შეთანხმების თანახმად. რეგისტრაციის დროს მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, არ შეგატყობინონ, თუ თქვენ ვერ მოხვდებით გამოფენის მონაწილეებს შორის.
საავტორო უფლებები და საკუთრება
საავტორო უფლებები და საკუთრება
გამოფენაში მონაწილეობის მსურველი ავტორი სრულად არის პასუხისმგებელი მის მიერ ატვირთული ნამუშევრის საავტორო უფლებრივ სტატუსზე და მისი გამოყენების კანონიერებაზე. ავტორი ადასტურებს, რომ წარმოდგენილი ნამუშევარი არ არღვევს მესამე პირის საავტორო ან სხვა დაკავშირებულ უფლებებს. აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც ნამუშევარი უკვე გამოქვეყნებულია გამომცემლობის მიერ, შესრულებულია კომპანიის/დამკვეთის შეკვეთით ან შექმნილია ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში. ყველა შესაბამისი ნებართვისა და უფლებრივი საკითხის მოწესრიგება სრულად ეკისრება ავტორს. თქვენ ადასტურებთ, რომ მიღებული გაქვთ ყველა საჭირო ნებართვა მისი წარდგენისა და საჯარო ჩვენებისთვის.
პასუხისმგებლობა
განაცხადის შემომტანი სრულად არის პასუხისმგებელი ნებისმიერ პრეტენზიაზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საავტორო უფლებების დარღვევის ან ნამუშევრის არასანქცირებული გამოყენების შედეგად. ორგანიზატორები და პლატფორმა არ აგებენ პასუხს ასეთ შემთხვევებზე.
გამოყენება და გავრცელება
ნამუშევრის წარდგენით თქვენ ანიჭებთ ორგანიზატორებს უფლებას, გამოიყენონ, გაავრცელონ და გამოაქვეყნონ წარმოდგენილი მასალა ვებგვერდზე და მასთან დაკავშირებულ საკომუნიკაციო/სარეკლამო მასალებში გამოფენის მიზნებისთვის.
ავტორის შერჩევის შემთხვევაში, აღნიშნული პირობები სრულად ვრცელდება ყველა იმ ნამუშევარზე, რომელიც განთავსდება პლატფორმაზე, როგორც ციფრული გამოფენის ნაწილი.
რეგისტრაცია
თუ არ გაქვთ სოც ქსელი შეგიძლიათ ცარიელი დატოვოთ ველი
გამოფენაში მონაწილეობისათვის ატვირთეთ 3 (სამი) ნამუშევარი და მოყევით ნამუშევრის შესახებ (არა უმეტეს 600 სიტყვისა). წარმოდგენილი ნამუშევრები უნდა იყოს თქვენს მფლობელობაში.