ხელოვანის პორტრეტი
„ჩემი მხატვრული პრაქტიკა მოიცავს სხვადასხვა მედიას, მათ შორის ინსტალაციებს, ობიექტებს, ფერწერას, გრაფიკას, კოლაჟს, ვიდეოს. მაინტერესებს ამ ფორმების გაერთიანება იმერსიული გარემოს შესაქმნელად, რომელიც გარდაქმნის სივრცეს და აღქმას. ჩემი ნამუშევრებით ვსწავლობ ბუნებას, ინდივიდსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობას. ხშირად ისეთ დუალობებს ვგულისხმობ, როგორიცაა მიკრო და მაკრო კოსმოსი, სიცოცხლე და სიკვდილი, სულიერი და მატერიალური. ჩემი მიზანია შევქმნა ნამუშევრები, რომლებიც იწვევს რეფლექსიას და წაახალისებს მაყურებელს, ჩაერთოს არსებობისა და ურთიერთდაკავშირების შესახებ კითხვებში.“
პროფესიული გამოცდილება
სკოპიეს წმ. კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი: ბაკალავრის ხარისხი სახვითი ხელოვნების სპეციალობაში, ფერწერის განყოფილება, არჩევითი კურსი – კონსერვაცია/რესტავრაცია; პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური და მეთოდოლოგიური კვალიფიკაცია; ვიზუალური ხელოვნების ასპირანტურა ფერწერის სფეროში.
მაკედონიის მხატვართა ასოციაციის (DLUM) წევრი; სამხატვრო გაეთიანების Art I.N.S.T.I.T.U.T. და არტ ჯგუფის „MOMI“ ერთ-ერთი დამფუძნებელი; კომპანიის „TP KREATIVNA SLOŽUVALKA“ მფლობელი და მენეჯერი; ბუსანის მე-20 საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელოვნების ფესტივალის (BIEAF 2023/24) საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. ჰქონდა 24 პერსონალური და 200-მდე ჯგუფური გამოფენა.
მიმართულება: პლაკატი