ხელოვანის პორტრეტი
„არსებობს მომენტები, როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რჩება, – ოთახში, სიჩუმეში, ფიქრში. სწორედ ასეთ სივრცეებში იწყება ყველაზე რთული დიალოგი: არა სხვებთან, არამედ, საკუთარ თავთან.
ჩემი ნამუშევრები ამ შიდა მდგომარეობის ვიზუალური ჩანაწერებია. ისინი არ ცდილობენ ამბის პირდაპირ მოყოლას. უფრო, იმ განცდას აფიქსირებენ, სიტყვებს ხშირად რომ უსხლტება… სხეული აქ, ფორმა კი არა, მეხსიერებაა! ეჭვია, სურვილია, შინაგანი წინააღმდეგობაა.
მხატვრობა, ჩემთვის, არასოდეს ყოფილა დასრულებული პასუხების სივრცე. უფრო, პირიქით: მცდელობაა, შევეხო იმ კითხვებს, რომლებიც ადამიანებს ყველაზე ხშირად უჩნდებათ: რამდენად თავისუფლები ვართ? რას ვმალავთ საკუთარ თავში? რამდენ სიმძიმეს იტევს ის სიმსუბუქე, რომელსაც ცხოვრება გვთავაზობს? თუ ამ სერიაში მაყურებელი საკუთარ სიჩუმეს, დაუცველობას ან შინაგან მონოლოგს ამოიცნობს – მაშინ, ეს დიალოგი შემგარია.“
ნამუშევრები
„უსათაურო“, იმპროვიზაცია თემაზე „მილან კუნდერას „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“, 30X21, ქაღ. აკრილი, პასტელი, აკვარელის ფანქარი, 2025