ხელოვანის პორტრეტი
„ფოტოგრაფია ჩემთვის ცხოვრების საზრისია, უფრო ღრმა ფილოსოფია არც კი მეგულება. ფოტოგრაფი გარკვეულწილად სამყაროს კოლექციონერი ხარ… რას აღარ აღმოაჩენ შენს გამოსახულებათა ყულაბაში. ტელევიზიაც და კინოც მოძრავი სურათ-ხატების ერთიანობაა, ყოველი მომდევნო წინამორბედს კლავს, გავიწყებს. ფოტოგრაფი კი, ყველაზე მნიშვნელოვანზე გამახვილებინებს ყურადღებას. გაიძულებს გაიგო, რაზე ღირს მზერის გამახვილება. ბოლო დროს, წიგნის დიზაინზე დავიწყე მუშაობა, რაც ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი საქმიანობაა. ყოველ განსხვავებულ ადამიანს, ან პერსონის ალბომს, ან წიგნს განსხვავებული დიზაინი ჭირდება, რაც საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და ეს საქმიანობაც, იმითაა საინტერესო, რომ ყოველ ჯერზე რთული, მრავალუცნობიანი განტოლების ამოხსნა გიწევს.“
პროფესიული გამოცდილება
პროფესიონალი ფოტოგრაფი, დიზაინერი, კინორეჟისორი და პედაგოგი. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი; შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, სპეციალობა კინო-ტელერეჟისორი. 30-მდე მასშტაბური ფოტოალბომისა და წიგნის ავტორი, ფოტორედაქტორი და დიზაინერი. მის უმნიშვნელოვანეს პროექტებს შორისაა „თხევადი მზის ქვეყანა “, „საკრალური ფერი “, ანსამბლ „სუხიშვილების “ფოტოდოკუმენტური ალბომი. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო თბილისში, ვენაში, პეკინში, ლივერპულსა და საფრანგეთში. პარალელურად, იგი სხვადასხვა პლატფორმაზე ასწავლის ფოტოგრაფიას.