ხელოვანის პორტრეტი
„გარკვეული პერიოდი ხატვა ოჯახმა ჩაანაცვლა, – დროს და სურვილს ვეღარ ვნახულობდი შემოქმედებისთვის. წლების შემდეგ, სტრესის და არეული ურთიერთობების გამო გარდამტეხი მომენტი დადგა, – გამოსავალი ხატვაში ვიპოვე და გადავეშვი სრულ თავდავიწყებაში. და აი, ერთი წელია, რაც ჩემში ნაგროვები ტკივილის, ემოციის და განცდების მატერიალიზაცია დავიწყე.“