0%

ანა გაბრიაძე

ხელოვანის პორტრეტი

„თოჯინების გაკეთება შემთხვევით დავიწყე, მინდოდა ექსკლუზიური ნაძვის ხე მქონოდა. ნაძვის ხის სათამაშოების ნაცვლად თოჯინები გამომივიდა. პირველად კლოუნები გაჩდნენ, შემდგომ ქალბატონები, მონადირეები, ვირები, ჯამბაზი, მეფე-დედოფალი,– თოჯინები მეფის ამალაში გაერთიანდნენ – გაჩდნენ მევახშე, პრინცი და პრინცესა, მზარეული და მეფის კარის მსახურები. ჩვენი ეპოქის გმირები,- თბილისელებიც გაჩდნენ საიდანღაც… ბოლოს შეიქმნა მთავარი გმირი – მთვრალი პოეტი, რომელსაც ეს ყველაფერი ესიზმრება. თოჯინები ძალიან პატარები არიან და ორსართულიან თაროზე ცხოვრობენ – ზემოთ ჩვენი ეპოქის გმირები და ქვემოთ სამეფო მეჯლისია. მუზეუმს გადაეცა 45 თოჯინა.“

ნამუშევრები

„ჯადოქარი ჰერცოგი“, 30სმ, პოლიმერული თიხა, 2010