ხელოვანის პორტრეტი
„მე ვარ ანა ლეფსაია, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. წიგნები და კითხვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ყოველდღიურად მაძლევს შთაგონებასა და განვითარების შესაძლებლობას. ჩემი პროფესია ჩემთვის არა მხოლოდ სამუშაო, არამედ ცოდნისა და კულტურის გაზიარების მისიაა. ვარ ხუთი პოეტური კრებულის ავტორი. მოყვარული ფოტოხელოვანიც ვარ. ფოტოგრაფია ჩემთვის თვითგამოხატვის განსაკუთრებული გზაა, – ვცდილობ დავინახო და დავაფიქსირო ის დეტალები და ემოციები, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება. როგორც მოყვარული ფოტოხელოვანი, ჩემს ნამუშევრებში ვცდილობ გადმოვცე რეალობის სილამაზე და მომენტის უნიკალურობა.“
პროფესიული გამოცდილება
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი; ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების სპეციალისტი; ამჟამად მუშაობს საბიბლიოთეკო სფეროში.