0%

ირინა აბჟანდაძე

ხელოვანის პორტრეტი

„ფოტოგრაფია ჩემთვის ცხოვრების საზრისია, უფრო ღრმა ფილოსოფია არც კი მეგულება. ფოტოგრაფი გარკვეულწილად სამყაროს კოლექციონერი ხარ… რას აღარ აღმოაჩენ შენს გამოსახულებათა ყულაბაში. ტელევიზიაც და კინოც მოძრავი სურათ-ხატების ერთიანობაა, ყოველი მომდევნო წინამორბედს კლავს, გავიწყებს. ფოტოგრაფი კი, ყველაზე მნიშვნელოვანზე გამახვილებინებს ყურადღებას. გაიძულებს გაიგო, რაზე ღირს მზერის გამახვილება. ბოლო დროს, წიგნის დიზაინზე დავიწყე მუშაობა, რაც ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი საქმიანობაა. ყოველ განსხვავებულ ადამიანს, ან პერსონის ალბომს, ან წიგნს განსხვავებული დიზაინი ჭირდება, რაც საკმაოდ დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და ეს საქმიანობაც, იმითაა საინტერესო, რომ ყოველ ჯერზე რთული, მრავალუცნობიანი განტოლების ამოხსნა გიწევს.“

ნამუშევრები

„დონ კიხოტი ოზურგეთიდან“, წიგნის ყდა, 25X22სმ, 2022

„ნათელა ურუშაძე, გიორგი გეგჭკორი“ საიუბილეო ალბომის ყდა, 26X22სმ, 2023

ნამუშევრები

„დონ კიხოტი ოზურგეთიდან“, წიგნის ყდა, 25X22სმ, 2022

„ნათელა ურუშაძე, გიორგი გეგჭკორი“ საიუბილეო ალბომის ყდა, 26X22სმ, 2023