0%

მაკა ზედელაშვილი

ხელოვანის პორტრეტი

„ვიზუალური არტისტი ვარ, ვისთვისაც მთავარი ყოველთვის თემაა და არა მედია. ჩემი შემოქმედება ფერწერიდან იწყება, თუმცა ხშირად სცილდება ტილოს და სხვადასხვა ფორმაში განაგრძობს არსებობას – გრაფიკაში, ციფრულ ხელოვნებაში, AR პროექტებსა თუ ინსტალაციებში. მაინტერესებს ადამიანის ემოციური გამოცდილება, მეხსიერება, სოციალური პროცესები, ქალთა გამოცდილება, მითოლოგიური და წინაქრისტიანული ტრადიციები. ხშირად ვმუშაობ მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე და ვიყენებ სიმბოლოებს, ალეგორიებსა და მრავალშრიან ვიზუალურ ნარატივებს. ამავე დროს, ჩემთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უშუალო ემოცია, ფერის ენერგია და ხატვის პროცესი. მიყვარს ექსპერიმენტი, სხვადასხვა მასალის ერთმანეთთან გადაკვეთა და ახალი ფორმების ძიება, თუმცა საბოლოოდ ყოველთვის ვცდილობ, რომ ნამუშევარმა მაყურებელთან ემოციური და ინტელექტუალური დიალოგი შექმნას. მიუხედავად კონცეპტუალური ინტერესებისა, დღემდე ისეთივე აღფრთოვანებით ვხატავ პლენერზე, ვაკეთებ სწრაფ ჩანახატებს და ვეძებ სილამაზეს ყოველდღიურ დეტალებში, როგორც მაშინ, როცა
პირველად ავიღე ფუნჯი ხელში.“

ნამუშევრები

ურსულა კ. ლე გუინი „ლავინია “, ციფრული ილუსტრაცია წიგნის ყდისათვის, 1654X2479px, 2026

სერაფიმა სიკორსკა „სანამ შენ დაიბადე“, ციფრული ილუსტრაცია, 1713X2480px, 2022

ნამუშევრები

ურსულა კ. ლე გუინი „ლავინია “, ციფრული ილუსტრაცია წიგნის ყდისათვის, 1654X2479px, 2026

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ფერწერის მიმართულება. მედია ხელოვნების (ციფრული მულტიმედია დიზაინი) სამაგისტრო პროგრამა;