ხელოვანის პორტრეტი
“ძალიან პატარა დედას ხშირად ვეკითხებოდი, სად ვაპირებდი ჩაბარებას, რადგან ზუსტად ვიცოდი რომ მხატვარი უნდა გამოვსულიყავი და სიტყვა “სამხატვრო აკადემია“ მავიწყდებოდა, რასაც დედა ყველა ჩემს კითხვაზე ღიმილით მახსენებდა. დავიბადე ოჯახში, სადაც არავინ ხატავდა და ბებიაც ყოველთვის ბუზღუნებდა, სახლს რომ ვსვრიდი საღებავებით. მხოლოდ დედა მგულშემატკივრობდა და სახატავი მასალებით მამარაგებდა. სამხატვრო აკადემიაც დავამთავრე, უკვე ბევრი წელია… აქტიურად ვმონაწილეობ სხვადასხვა ღონისძიებაში, გამოფენებში, საერთაშორისო პროექტებში, ვაწყობ სოლო გამოფენებს…“
ნამუშევრები
„სამყაროს ხე“, 120x250სმ, ტ. აკრილი, 2021
„სამყაროს ღერძი“, 100x100სმ, ტ. აკრილი, 2020
„ადამიანის ტვინის დაკავშირება ხელოვნურ ინტელექტთან“, 74x112სმ, ტ. აკრილი, 2017
"ღამის პეპლები"(აბსტრაქცია) , აკრილი, ტილო, 250/120 სმ, 2026, $5,175
"ღამის პეპლები"(დედა-შვილი) , აკრილი, ტილო, 60/80 სმ, 2025, $1,955
"ღამის პეპლები"(ბავშვი), 24/34 სმ, აკრილი, ქაღალდი, 2026, $345