ხელოვანის პორტრეტი
„ყოველთვის შთამაგონებდნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარი თავის გამოხატვა ხელოვნების ნებისმიერი ფორმით შეეძლოთ. მინდოდა მათი ნაწილი ვყოფილიყავი, მეპოვა რამე გზა, რათა ყველაფერი, რაც ჩემს თავში ხდებოდა, ხილული გამეხადა გარშემო მყოფებისთვის. ჩემი ცხოვრების კრიტიკულ მომენტში, როცა კინაღამ თავი დავანებე ამგვარ ოცნებას, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა გრაფიკული დიზაინი, რომელმაც საშუალება მომცა ჩემს ფანტაზიებს შევხებოდი. ვიპოვე ინსტრუმენტი ჩემი იდეის განსახორციელებლად – გამოვხატო საკუთარი თავი, შევკრიბო ყველა ემოცია და გავუზიარო ისინი ნაცნობ და უცნობ ადამიანებს მთელს მსოფლიოში. ამან დიდი სიხარული მომიტანა და მომცა მოტივაცია, ბედნიერება მივანიჭო მათ, ვინც ჩემს ხელოვნებას გაიცნობს.“
პროფესიული გამოცდილება
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; NNLE National Youth League of Culture and Arts; თიბისი კამპუსი, კოლაბი