ხელოვანის პორტრეტი
„ხელოვნებას ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ეთმობა. მიყვარს ექსპერიმენტები, ამიტომ, ხშირად ვცვლი სამხატვრო ჟანრებს. ამ ეტაპზე გატაცებული ვარ ბატიკითა და პოპარტით. ნამუშევრის შექმნის დროს ვუსმენ კლასიკურ ჯაზს, რომლის კოლექციასაც წლებია ვაგროვებ. ყოველთვის ვცდილობ თითოეული ნამუშევარი გამორჩეული იყოს ინდივიდუალიზმით.“