ხელოვანის პორტრეტი
„ვარ მხატვარი-გრაფიკოსი. მთელი ცხოვრებაა ვსწავლობ საქართველოს ეთნოგრაფიას, რადგან ჩემს ყველაზე დიდ გატაცებას და საყვარელ საქმიანობას სწორედ ეთნოგრაფიული თოჯინების შექმნა წარმოადგენს. 45 წელია, ამ საქმეს ვემსახურები, – ივანე ჯავახიშვილის მიერ აღწერილი ეთნოგრაფიული სახეების მიხედვით შექმნილი მაქვს არაერთი ეროვნული (და არამარტო ეროვნული) ხასიათის თოჯინა, რომლებიც საქართველოს ყველაზე დიდი და ცნობილი კუთხეების წარმომადგენლებს განასახიერებენ.“