ხელოვანის პორტრეტი
„ჩემი შემოქმედება შემიძლია დავყო ორ ძირითად მიმართულებად. პირველია ფერწერა, – ზეთი, აკრილი, შერეული ტექნიკა, კოლაჟი; მეორე კი, – ჩემს მიერ შექმნილი მიმდინარეობა და ტექნიკა, რომელსაც „მეორე სიცოცხლე“ ვუწოდე, რაც გულისხმობს ცოცხალი მცენარეებით სხვადასხვა ჟანრის „ფერწერული“ ნამუშევრების შექმნას ყოველგვარი საღებავების გარეშე. ანუ მას (მცენარეები), რაც განწირულია უეჭველი სიკვდილისთვის რამოდენიმე კვირასა თუ დღეში, მე ვჩუქნი “მეორე სიცოცხლეს” და ფაქტიურად, უკვდავებასაც.“