ხელოვანის პორტრეტი
„ცხოვრებაში, თუ რამე მაბედნიერებს, ეს ხატვაა. პატარაობაში, ზღაპრის წიგნებში სულ ფერად ილუსტრაციებს ვეძებდი. ალბათ, ამიტომაა ჩემი ილუსტრაციები ძალიან ფერადი, უამრავი დეტალით დატვირთული. მიყვარს ძიების პროცესი, ფიქრით სიღრმეებში ჩასვლა, სადაც უამრავი საინტერესო დეტალი იკვეთება. პროცესი, რომელიც გზრდის და თან გაახლოებს ბავშვობასთან. სწორედ, ამ ემოციის თანაზიარი მინდა გავხადო პატარები, რათა მათი სამყაროც სავსე იყოს სიყვარულით, სიკეთითა და სიფერადით.“