ხელოვანის პორტრეტი
„პირველი საბანი 1989 წელს შევკერე. ნელ-ნელა ხელი ისე გავიწაფე, რომ გაჭირვებულ 90-
იანებში ეს საქმე ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო გახდა. ვკერავდი ბევრს და ნაირ-ნაირს.
განსკუთრებით, ბავშვებისთვის კერვა მიყვარდა. ჩემი საბნების პატრონები ახლა თავად
არიან მშობლები და ძალიან მიხარია, როცა მეუბნებიან, – „იცი, ჩემს შვილს შენი საბანი
ახურავს!“ პანდემიამ და სახლში გამოკეტვამ ჩემს ძველ ხელსაქმესთან მიმაბრუნა. ჩემს
საბნებს არტეფაქტობის პრეტენზია არა აქვს, ნამდვილი „სოფლური“ ჭრელა-ჭრულებია.
ვზივარ და ვკერავ, როცა დრო მაქვს და კონკრეტული ადრესატი გამომიჩნდება. ამ დროს
ვხდები ძალიან ბედნიერი და სავსე, რადგან დანამდვილებით ვიცი, სიყვარულებით და
სითბოებით გამოტენილ ჩემს საბნებში ბავშვები კარგად დაიძინებენ და აუცილებლად
ნახავენ ძალიან ფერად და ლამაზ სიზმრებს.“
ნამუშევრები
„საბანი №1“, ქვილთი, 133x103სმ, ნატურალური მასალა, 2021
„საბანი №2“, ქვილთი, 142x122სმ, ნატურალური მასალა, 2021
„საბანი №3“, ქვილთი, 144x122სმ, ნატურალური მასალა, 2021
„საბანი №4“, ქვილთი, 104x104სმ, ნატურალური მასალა, 2021
„საბანი №5“, ქვილთი, 104x104სმ, ნატურალური მასალა, 1994
საბანი, ჩითი, ბამბა, 127X97, 2023
საბანი, 138 X 102 ქვილთი, ნატურალური მასალა, $575
საბანი, 130 X 100 ქვილთი, ნატურალური მასალა, $575