აპრილი 5, 2021

რელიზი 05.04.2021

ფონდი არტკავკასუსისა და მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა პირველ „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეულს“, რომელიც მომავალში ყოველწლიურ და საერთაშორისო სახეს მიიღებს. ეს არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქალების პოპულარიზაციას. მოგეხსენებათ, მსოფლიო  და, მათ შორის, ჩვენი ქვეყანა ჩაბმულია უხილავ მტერთან ომში, ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია უსაფრთხო ღონისძიების შეთავაზება ხელოვნების დარგის სტიმულირებისათვის. პროქტის  ფარგლებში გაიმართება ყველაზე ფართო-მასშტაბიანი  მხატვარ ქალთა ციფრული გამოფენა და შეიქმნება პირველი ციფრული თანამედროვე ქალი მხატვრების ორენოვანი 2021 წლის კატალოგი. პროექტში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი პროფესიონალი მხატვარი ქალი და ასევე 100 მოყვარული ხელოვანი, რომელთაგან ბევრის  შემოქმედება კარგადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის.

აღნიშნული ციფრული ღონისძიება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ევროპული კურსისა და გენდერული ჭრილის გათვალისწინებით და ეხმიანება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტს. პროექტის დახმარებით გვინდა თვითდამკვიდრებაში დავეხმაროთ ყველა ქალს, ვინც დღევანდელ უმძიმეს სოციალურ რეალობაში ხელოვნებასთან მეგობრობით/ხელოვნებაში ცხოვრებით/ ცდილობს გადარჩეს!

 

„ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეულში“  მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებ გვერდზე 2021 წლის 30 აპრილამდე.

პროექტში მონაწილეობა უფასოა!

გამოფენა - კვირეულის დასრულების შემდეგ, მონაწილეთა მონაცემები რჩება პროექტის მონაცემთა ბაზაში, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეებს მუდმივად ჩართული იყვნენ პროფესიულ ქსელში.

2021 წლის 27 მაისიდან 2 ივნისამდე, ერთი კვირის მანძილზე, ხელოვნების მოყვარულებსა და პროფესიონალებს საშუალება ეძლევათ საიტზე  www.weekofart.com  დაათვალიერონ მხატვარი ქალების  ნამუშევრები „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენა-კვირეულის“ ფარგლებში!

 

 

პროექტის მხარდამჭერები არიან თბილისი მერია და ევროკავშირის პროგრამა შემოქმედებითი ევროპის საქართველოს დესკი

Scroll to Top