ექსპოზიცია
ხელოვნების მოყვარულებო!
„ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული“ გრძელდება! პროექტი, მიზნად ისახავს ხელოვან ქალთა მხარდაჭერას და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას მათივე შემოქმედების პოპულარიზაციის გზით!
წელს პროექტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა, რადგან არსებულ ექსპოზიციას დაემატა მხატვრული კერამიკა, ტექსტილი და საავტორო თოჯინები და ონლაინ არტ აუქციონი, რომელიც გაიმართება 14-20 ივნისს კვირეულის ფარგლებში.
პროექტის მიზანია ხელოვანების მონაცემთა ბაზისა და საერთაშორისო პროფესიული ქსელის შექმნა, რომლის დახმარებით პროფესიონალი, მოყვარული და დამწყები/სტუდენტი მხატვარი ქალები შეძლებენ საერთაშორისო არტსივრცეში ინტეგრაციას, კოლეგებთან კომუნიკაციას ინტერნეტის მეშვეობით, თავიანთი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისათვის წარდგენას, რეალიზაციას და საკუთარი შემოქმედებითი კარიერის მართვას.
ვირტუალურ გამოფენაში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი მოქმედი ქართველი
და უცხოელი ხელოვანი ქალი. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა დაათვალიეროთ მათ ნამუშე-ვები, გამოფენა გაგრძელდება ერთი კვირა. ასევე სიახლე გვაქვს კვირეულის ფარგლებში იმართება დახურული ონლაინ არტ-აუქციონი.
იმისათვის, რომ ესტუმროთ არტ-აუქციონს ონლაინ სივრცეში უნდა დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე.
რეგისტრაცია გრძელდება 14 ივნისამდე.
აუქციონში ბევრი თქვენგანისთვის უკვე კარგად ნაცნობი მხატვარი წარადგენს თავის ნამუშევარს და, ვფიქრობთ, რომ კარგი შესაძლებლობაა, სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ თქვენთვის ან ძვირფასი ადამიანისთვის დასამახსოვრებელი საჩუქარი. ასევე თქვენი შეწუხების გარეშე მოხდება შენაძენის სასურველ მისამართზე მოწოდება
70-ზე მეტი ხელოვანის ნამუშევარი ერთად, ერთ სივრცეში!
აუქციონი გაიმართება ყოველდღე 15 – დან 20 ივნისამდე. კოლექციონერებსა და ხელოვნების მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ და შეიძინონ პროფესიონალი პრემიუმ ავტორებისა და დამწყები თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრები.
აღნოაჩინეთ საყვარელი და აქამდე უცნობი ხელოვანების შემოქმედება – და ყველაფერი ეს ერთ სივრცეში.
ხელოვან ქალთა საყურადღებოდ!
გვინდა გაცნობოთ, რომ პროექტი „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული“ გრძელდება!
„მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში“ კვლავაც იზრუნებს ხელოვან ქალთა მხარდასაჭერად, თქვენი ეკონომიკური გაძლიერებისა და თქვენი შემოქმედების პოპულარიზაციისათვის!
აქვე დავაზუსტებთ, რომ შარშანდელ ვირტუალურ ექსპოზიციაში 282 პროფესიონალი, მოყვარული და დამწყები ფერმწერი ქალი მონაწილეობდა საქართველოდან და უცხოეთის ქვეყნებიდან. შვიდი დღის განმავლობაში (27 მაისი – 2 ივნისი, 2021) გამოფენას 67 840 ვიზიტორი ეწვია.
პროექტისადმი დიდმა ინტერესმა გადაგვაწყვეტინა, „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2022“ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გაგვეხადა.
სწორედ ამიტომ, უკვე არსებულ ექსპოზიციას დაემატება დეკორატიული ხელოვნების რამდენიმე დარგი: მხატვრული კერამიკა, ტექსტილი (ბატიკა, თექა, ფარდაგი, ქვილთი, პეჩვორკი, აპლიკაცია, ნაქარგობა), საავტორო თოჯინები.
მიიღეთ მონაწილეობა პროექტში „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2022“!
გააცანით თქვენი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას და აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედების დამფასებლები!
ჩვენ დაგეხმარებით შემოქმედებითი კონტაქტების დამყარებასა და თქვენი ნამუშევრების რეალიზაციაში!
გამოფენაში მონაწილეობა უფასოა!
დარეგისტრირდით პროექტში „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2022“ მონაწილეობისათვის, გამოგვიგზავნეთ ინფორმაცია და შემოთავაზებული არტეფაქტების ფოტოები.
რეგისტრაციის დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში ყველა შერჩეული მონაწილეს გაეგზავნება პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატის ციფრული ვერსია.
რეგისტრაცია გაგრძელდება 31 მაისამდე, 2022.
„ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2022“ გაიმართება 14-20 ივნისს, 2022.
- ვირტუალური გამოფენისათვის ექსპონატებს შეარჩევს ავტორიტეტული კომისია
- ინფორმაცია ავტორებზე/ნამუშევრებზე, რომლებიც გამოფენაში ვერ მოხვდება, დარჩება პლატფორმის მონაცემთა ბაზაში და ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისათვის
- ავტორთა სურვილის შემთხვევაში, საიტის მომსახურე ჯგუფს შეუძლია დაგეხმაროთ დაინტერესებულ პირებთან და შესაძლო მყიდველებთან კომუნიკაციაში
- კონკურსში არ განიხილება სასუვენირო ხასიათის და ტირაჟირებადი ნამუშევრები
მხატვარ ქალთა საყურადღებოდ!
ჩვენი პროექტის მიზანია ხელოვან ქალთა მხარდაჭერა და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა მათი შემოქმედების პოპულარიზაციის გზით!
მიიღეთ მონაწილეობა პროექტში „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული. 2022“!
გააცანით თქვენი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას!
აღმოაჩინეთ თქვენი შემოქმედების დამფასებლები!
ჩვენ დაგეხმარებით შემოქმედებითი კონტაქტების დამყარებასა და თქვენი ნამუშევრების რეალიზაციაში!
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!
დარეგისტრირდით და მოხვდით 200 ქალ მხატვართა შორის!
პროექტი არ იქნება ერთჯერადი. ინფორმაცია იმ ავტორებზე, ვინც პირველ გამოფენაში ვერ მოხვდება, დარჩება პლატფორმის მონაცემთა მუდმივ ბაზაში, რომელიც მუდმივად განახლდება და შეივსება.
ავტორთა სურვილის შემთხვევაში, საიტის მომსახურე ჯგუფს შეუძლია დაგეხმაროთ დაინტერესებულ პირებთან და შესაძლო მყიდველებთან კომუნიკაციაში. მომსახურება უფასოა!
რეგისტრაცია გაგრძელდება 31 მაისამდე, 2022
რეგისტრაციის დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში ყველა შერჩეული მონაწილეს გაეგზავნება პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატის ციფრული ვერსია.