0%

ჩვენ შესახებ

„ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული“ –  ეს არის პროექტი, რომელიც

მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე შემოქმედი ქალების პოპულარიზაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებას. პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.

პროქტის ფარგლებში გაიმართება ყველაზე ფართომასშტაბიანი პირველი ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენა და შეიქმნება პირველი ციფრული თანამედროვე ქალი მხატვრების კატალოგი. პროექტში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი მხატვარი ქალი და ასევე 100 დამწყები ხელოვანი.

კვირეული გაიმართება ციფრულ სივრცეში  2021 წლის  27 მაისიდან 2 ივნისამდე. რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს. მონაწილეობა უფასოა.

რეგისტრაციის დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში შერჩეული კანდიდატები მიიღებენ შეტყობინებას.

გამოფენის მონაწილის მონაცემები აისახება ბაზაში და ყველა მომდევნო ღონისძიების (გამოფენის) შესახებ გაეგზავნება ინფორმაცია, ასევე დამზადდება პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი  ციფრული სერიფკატი.

  • მხატვრების შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა
  • ხელოვან ქალთა შემოქმედების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია ერთი კვირის განმავლობაში გამართული მასტერკლასებისა და ტრენინგების ფარგლებში
  • ხელოვნების მოყვარულების, კოლექციონერების და ექსპერტების ყურადღების მიპყრობა და კონსტრუქციული დისკუსია
  • ხელოვანებისათვის პლატფორმის შექმნა, რომლის საშუალებითაც გაიცნობენ ერთმანეთს
  • გალერეებთან თანამშრომლობის დაწყების შესაძლებლობა