0%

ლიდა ჩიხლაძე

ხელოვანის პორტრეტი

“მე ვარ ლინდა, სამართალმცოდნე, აქტივისტი, ქალთა უფლებამდამცველი, ახლა უკვე ციფრული მარკეტერი და მოყვარული ფოტოგრაფი. ფოტოგრაფია ჩემთვის თერაპიაა, რომელიც მეხმარება თვით-გამოხატვაში.
ფოტოებს ადრეული ასაკიდან ვიღებ. 12 წლის ვიყავი დაბალბიუჯეტიანი ფირის კამერა რომ ვიყიდე და ვაჩხაკუნებდი. 4 წლის შემდეგ კი, როცა ციფრული კამერები გახდა აქტუალური, მეც მინდოდა, ჩემი გადაღებული ფოტო იქვე, ოპერატიულად ეკრანზე მენახა. ციფრული კამერის ყიდვა მხოლოდ 2015 წელს შევძელი. სონი ალფა 58 იყო ჩემი პირველი ციფრული კამერა, რომელიც ერთგულად მემეგობრა 2022 წლამდე. ახლაც სონი მაქვს, მაგრამ ალფა 200 და მასზე ძვირფასი არავინ მყავს.

ადამიანებიდან ჩემი ინტერესის სფეროს ქალები წარმოადგენს. ძლიერი, მებრძოლი და საკუთარ თემში ცვლილებების გამომწვევი ქალები.”

ნამუშევრები

"ადამიანი კაკტუსი" სალომე არის მწავნე ადამიანი, რომელიც მთელ თავის რესურსებს საზოგადოების ზრდა/განვითარებას, სამყაროს უკეთ გახდომას უძღვნის. ის ქუთაისში ცხოვრობს. თავის მეუღლესთან ერთად ააშენა სათბური - მწვანე სივრცე, სადაც ახალი ჯიშის მცენარეები გამოჰყავს. აქვს "დედამიწელების გაკვეთილები" სკოლის მოსწავლეებისთვის. ასწავლის დედამიწის სიყვარულს, გარემოზე ზრუნვას. არის ბუნებრივად ჭაღარა ახალგაზრდა ქალი და არ აპირებს საღებავების გამოყენებას. მისი შინაგანი რწმენით, თუ ქალები უარს ვიტყვით საღებავის გამოყენებაზე, გარემოს დაბინძურებას შევამცირებთ.