0%

ელისაბედ მაისურაძე

ხელოვანის პორტრეტი

„ელისაბედი მქვია, მაგრამ „ელი“ უფრო მომწონს. ილუსტრატორი ვარ, თბილისში, საქართველოში ვცხოვრობ. ვმუშაობ როგორც ტრადიციულ, ასევე ციფრულ ხელოვნებაში. მსიამოვნებს საკუთარი ხელით ნივთების კეთება, ხატვა, თოჯინების დამზადება და სხვადასხვა მასალით ექსპერიმენტები.
ვიქრობ, ვიზუალური მთხრობელი ვარ. ვაკეთებ იმას, რასაც ვგრძნობ… ხშირად ვხატავ წაგრძელებულ ფიგურებს წვეტიანი ცხვირებით, რეალისტურ ხოჭოებს მაქსიმალური დეტალიზაციით. მომწონს უცნაურის რეალურთან შერევა და ეს გულწრფელი მგონია. ჩემთან ფერი ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე. არასოდეს ვგეგმავ, იმ მომენტში ჩემს განწყობას და გრძნობებს ვენდობი.“

ნამუშევრები

„ვარდნით შეკავებული“, „ჩემი ზღაპრები“ ციფრული ილუსტრაცია, 2480X3508px, 2025

„ვიზრდები, სადაც ვისვენებ “, „ჩემი ზღაპრები “ციფრული ილუსტრაცია, 2480X3508px, 2026

„დღეები გერმანიაში “, „ჩემი ზღაპრები “ციფრული ილუსტრაცია, 3000X3000px, 2024

ნამუშევრები

„ვარდნით შეკავებული“, „ჩემი ზღაპრები“ ციფრული ილუსტრაცია, 2480X3508px, 2025

პროფესიული გამოცდილება

გლდანის პროფესიული განათლებისა და მომზადების ცენტრი, გრაფიკული დიზაინის სპეციალობა; ხელოვნების აკადემია, თეატრის დიზაინი; მიმართულება: წიგნის ილუსტრაცია