ხელოვანის პორტრეტი
„დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ჩემი ცხოვრების მთავარი მიმართულება გახდა მუშაობა ქართული ორნამენტების აღდგენა-გაციფრულებაზე. 300-მდე ჩუქურთმა, ნაქარგი, ქვაზე კვეთილი საეკლესიო ორნამენტიკა, ფარდაგისა და ხალიჩის ფიგურების ორნამენტები აღვადგინე. პროექტი პირველი მცდელობაა ძველი ქართული ორნამენტების კომპიუტერულად განსხვავებული ტექნოლოგიური თანმიმდევრობით დამუშავებისა, მათი გამომსახველობის გაუმჯობესების მიზნით. ასევე, მათი შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისათვის.
ჩემი ტვინი არასდროს ჩერდება, – იდეის გაჩენის შემდეგ ვერ ვისვენებ, სანამ განხორციელების ხერხებს არ მოვიფიქრებ. თავად ეს შექმნის და მუშაობის პროცესია ჩემი სიამოვნება.“