ხელოვანის პორტრეტი
“ჩემი ფსევდონიმი ორი სიტყვის ერთობლიობა, tafio drivotra-ა, რაც ქარიშხალსა და შტორმს ნიშნავს. ქაოტური ბუნებისა და ემოციების ქარბორბლის გამოხატვაში ყველაზე მეტად სურათების გადაღება მეხმარება. ერთდროულად სიმშვიდე და აღტაცება მოაქვს იმ მომენტს, როდესაც ისეთ კადრის დავიჭერ, რომელიც ჩემს მდგომარეობასა და სათქმელს გადმოსცემს.
ხშირად გაუცხოებულს, პორტრეტების გადაღება მაახლოვებს ადამიანთან, მაძლევს საშუალებას, გამოვიკვლიო მისი ბუნება და დავტკბე აღბეჭდილი მოგონებებით.”