0%

წესები & პირობები

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ წესებსა და პირობებს.

მოცემული წესებისა და პირობების გათვალისწინებით თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ საიტი  www.weekofart.com. საიტის გამოყენებით ან რეგისტრაციით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით საიტის წესებს, შეწყვიტეთ საიტის გამოყენება/რეგისტრაცია.

გამოფენის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ, რომ საიტის მოხმარების წესებსა და პირობებში ნებისმიერ დროს შეიტანონ ცვლილება.

საიტზე რეგისტრაცია არ არის განკუთვნილი არასრულწლოვანი პირებისათვის. შესაძლებელია, წარმოდგენილი იყოს ისეთი ხელოვნების ნიმუშები, სადაც ნაჩვენებია სიშიშვლე, რაც დაფარული არ იქნება.

საიტზე წარმოდგენილი ვიზუალური საკომუნიკაციო მასალები (ლოგო, საიტის დიზაინი) ეკუთვნის www.weekofart.com და მათი გამოყენება და გავრცელება პირადი ან კომერციული მიზნებისათვის ნებართვის გარეშე აკრძალულია.  ორგანიზაცია არ იღებს პასუხისმგებლობას, თუკი „ჰაკერული“ გზით მოხდება გამოფენაში მონაწილე პირის მიერ საიტზე განთავსებული ვიზუალური/ფოტო ან ტექსტუალური მასალის უნებართვო გამოყენება. 

საიტზე რეგისტრაციით მომხმარებელი გამოხატავს სურვილს, ჩაერთოს/მონაწილეობა მიიღოს „ციფრული გამოფენის“ შესარჩევ პროცესში. თუ მომხმარებელი სრულად არ შეავსებს აპლიკაციაში მოთხოვნილ ინფორმაციას, ის ავტომატურად გამოეთიშება შესარჩევ ეტაპს. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოთხოვნილ ინფორმაციას და ატვირთოთ ნამუშევრების ხარისხიანი ფოტომასალა, რადგან იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იქნებით შერჩეული, თქვენს მიერ შევსებული ინფორმაციისა და ვიზუალური მასალის გამოყენებით უნდა შეიქმნას ციფრული კატალოგი. ტექსტური ნაწილი დაკორექტირდება და ითარგმნება ინგლისურ ენაზე ორგანიზატორების მიერ. თუ თქვენ დაგჭირდათ ტექნიკური დახმარება აპლიკაციის შევსების პროცესში, შეგიძლიათ მოგვწეროთ [email protected] ჩვენი წარმომადგენელი გაგიწევთ სრულ მხარდაჭერას და ტექნიკურ დახმარებას.

საიტზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აცნობიერებს, რომ მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის გამოგონილი და სრულად  შეესაბამება სინამდვილეს.  ასევე, მომხარებელი იღებს პასუხისმგებლობას ატვირთული ვიზუალური მასალის ავტორობაზე. მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აუცილებელია, ნამუშევრები, რომლებსაც ის ატვირთავს, უნდა ეკუთნოდეს მას (უნდა იყოს ამ ეტაპზე მის მფლობელობაში). აქვე მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ ორგანიზატორებს აქვთ უფლება, სრულად გამოიყენონ ატვირთული ვიზუალური და ტექსტური მასალა/ინფორმაცია.

საიტის ადმინისტრაცია ზრუნავს მომხმარებლის მიერ მოწოდებულ პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე (ტელეფონი, ელ. ფოსტა და სხვა), აღნიშნულის გასხვისება ხდება მხოლოდ წინასწარი შეთანხმების თანახმად. რეგისტრაციის დროს მომხმარებელი აცნობიერებს, რომ ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, არ შეგატყობინონ, თუ თქვენ ვერ მოხვდებით გამოფენის მონაწილეებს შორის.