როგორ განვათავსო ბიდი (ფასის შეთავაზება) აუქციონზე?
ბიდის განთავსება მარტივია და ხდება ავტომატურად. აირჩიეთ თანხის ფიქსირებული ოდენობა, რომელიც აღემატება ან უდრის მითითებულ გარანტირებულ ფასს, შემდეგ დააწკაპუნეთ ღილაკზე “Bid”. თქვენი ბიდი ავტომატურად განთავსდება ფასის მომდევნო მატებისას და თქვენ მიერ მითითებულ ფასს (თუ აღემატება გარანტირებულ ფასს) შეინარჩუნებს როგორც თქვენს მაქსიმალურ შეთავაზებას. უშუაოლოდ აუქციონის მიმდინარეობისას, მაქსიმალური შეთავაზების განთავსება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, სანამ ლოტი აუქციონზეა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ღილაკი “buy now” (“იყიდე ახლა”) და არ დაელოდოთ აუქციონის დასრულებას. სისტემა გაცნობებთ, ხართ თუ არა გამარჯვებული შესაბამისი შეტყობინების გამოგზავნით თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
შედის თუ არა გადასახადები ჩემს შეთავაზებაში?
გამარჯვებული მომხმარებელი არ აგებს პასუხს რაიმე მოქმედი გადასახადის გადახდაზე, მათ შორის, არც დამატებული ღირებულებისა(დღგ) და გაყიდვების გადასახადებზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი შესყიდვა, რომელიც საზღვარგარეთ გაიგზავნება, შეიძლება დაექვემდებაროს ექსპორტ-იმპორტის საბაჟო, ან საერთაშორისო გადასახადებს. ამ შემთხვევაში, გადამზიდი კომპანიის მიერ ინვოისით მოწოდებულ ხარჯებს ფარავს მყიდველი.
როგორია ბიდის მატება აუქციონზე?
სტანდარტული ბიდის მატებაა: მოყვარულებისთვის: 30 ლარი
პროფესიონალებისთვის: 50 ლარი
როგორ მიმდინარეობს გადაზიდვის პროცესი? რა დაჯდება?
გადაზიდვის ხარჯები დამოკიდებულია თქვენს ადგილმდებარეობასა და ნივთის ზომაზე. თუ აუქციონზე შეძენილი არტეფაქტი იგზავნება საზღვარგარეთ, მყიდველი პასუხისმგებელია შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. მომხმარებელი ასევე ვალდებულია დაფაროს ნივთის ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯები. შეფუთვის ხარჯებს ვფარავთ ჩვენ. ტრანსპორტირების ფასი $45-დან $150-მდეა. გადაზიდვის ხარჯების დეტალური ინვოისი მყიდველს ელექტრონული ფოსტით ეგზავნება. ჩვენ ვითხოვთ ტრანსპორტირებას თრექინგითა და დაზღვევით იმ შემთხვევებისთვის, თუ რაიმე სახის შეფერხება მოხდება.
გავიმარჯვე აუქციონზე. როგორ ხდება გადაზიდვა?
აუქციონში გამარჯვებიდან 5 საათის განმავლობაში, სრულად უნდა გადარიცხოთ შესყიდვისა და ტრანსპორტირების ხარჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუქციონის შედეგი გაუქმდება და გამარჯვებული გამოცხადდება ყველაზე მაღალი ფასის მქონე მომდევნო მონაწილე. ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავთ თქვენ.
შემიძლია თუ არა შეძენილი ნივთის დაბრუნება, ან შეკვეთის გაუქმება?
ყოველი აუქციონის შედეგი საბოლოოა. დამატებითი ინფორმაციისთვის, გაეცანით აუქციონის გაყიდვების სპეციფიკურ პირობებს.
როგორ შევამოწმო ჩემი შეკვეთის სტატუსი?
თქვენი შეკვეთის ყოველი სტატუსის განახლებაზე, თქვენ მიიღებთ ელ.წერილს [email protected]დან. გადაზიდვის დამადასტურებელი ელ.წერილი შეიცავს ინფორმაციას ნივთის ადგილმდებარეობის შესახებ, რომ შეგვეძლოს ტრანსპორტირების სტატუსის შესახებ შეტყობინების მოწოდება.