ხელოვანის პორტრეტი
„ვარ კრეატიული, მშვიდი, შრომისმოყვარე, აქტიური ადამიანი. თვითნასწავლი ვარ და არა პროფესიონალი, მაგრამ ეს მხოლოდ გამოწვევას მაძლევს ვისწავლო მეტი და განვავითარო ჩემი უნარები, წარმოსახვა.
გატაცებული ვარ ხელოვნებით და ვფიქრობ, რომ მთავარია საკუთარი თავის გამოხატვა და პროცესით სიამოვნება. ენერგიას და შთაგონებას წიგნებიდან, ბუნებიდან, ჩემი ყოველდღიური ცხოვრებიდან ვიღებ. მომწონს ადამიანებზე, მათ მანერებზე, ხასიათებზე, გონებაზე და მათი სხვადასხვაგვარად გამოხატვა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში გრაფიკულ ნამუშევრებს ვქმნიდი, ნახშირით, აკვარელით. ვმუშაობ, ზეთის ფერწერაში და ციფრულ ხელოვნებაში. ეს ჩემთვის მხოლოდ ჰობი არ არის, ჩემი ოცნებაა გავხდე მხატვარი „სრული განაკვეთით“. ვფიქრობ, ეს გამოფენა დამეხმარება მიღწევების გაუმჯობესებაში, ჩემი შესაძლებლობების შეფასებასა და დიდი აუდიტორიის წინაშე საკუთარი თავის გამოხატვაში.“