0%

ხათუნა დონდოლაძე

ხელოვანის პორტრეტი

„ხატვა დავიწყე ზეთის საღებავებით. პირველ ტილოებზე მოხუცი ადამიანების პორტრეტებია გამოსახული. ზეთში შექმნილი მაქვს ოცამდე პორტრეტი. მერე გავბედე ცხოველების, ნატურმორტების და ზღვის პეიზაჟების ხატვაც. ხატვის პროცესში ვისვენებ-მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან ამ დროს ტვინი ძალიან აქტიურად მუშაობს. ვიღებ ბევრ გადაწყვეტილებას ტონზე, ფერზე, ფაქტურაზე, მოხაზულობაზე და ა.შ. მაგრამ, ეს ჩემთვის არტთერაპიაა, რადგან ყოფითი პრობლემები უკანა პლანზე გადადის. მოგვიანებით, აკვარელში ხატვაც დავიწყე. აქაც იგივე გზა გავიარე: პორტრეტებიდან პეიზაჟებამდე, მერე – ნატიურმორტები.“

ნამუშევრები

„კომპოზიცია“, 20x25სმ, ტ.ზ., 2019