
ხელოვანის პორტრეტი
“მე ვარ პატარა დეტალების და ისტორიების მოყვარული მოხეტიალე-მოგზაური.
კომფორტის ზონიდან გასვლა, მარტოობა, შიშების გადალახვა მეხმარება ვიცხოვრო ცოცხალი და სავსე ცხოვრებით. ფოტოგრაფია ჩემთვის თვითგამოხატვის ერთ-ერთი საყვარელი საშუალებაა, რომელიც მეხმარება თვალის მიერ აღქმული სურათის საზღვრების გაფართოებაში.”