ხელოვანის პორტრეტი
„ხატვა20 წლის ასაკიდან დავიწყე. უპირატესობას ვანიჭებ გრაფიკას, თუმცა, ვმუშაობ ფერწერაშიც. ხატვის დროს ვიყენებ სხვადასხვა მედიუმებს, როგორიცაა: ფანქარი, აკრილი და ზეთი.
ხატვის პროცესი ჩემთვის ჰგავს სხვა სივრცეში გადასვლას, მოგზაურობას. სადაც მივყვები იმ სივრცეში არსებულ, ვიბრაციულ დინებას, რაშიც ხშირად მეხმარება მუსიკა.
ხელოვნებაში მიყვარს ექსპერიმენტები და მუდმივი სიახლის ძიება.
დასაწყისში არასოდეს ვიცი საბოლოო შედეგი რა იქნება, რაც ჩემი ხატვის პროცესს უფრო საინტერესოს და დინამიურს ხდის.“