0%

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის/ ვაჭრობის პირობები

„რეგისტრაციის” ღილაკზე ხელის დაჭერით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და დაეთანხმეთ წინამდებარე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის ვაჭრობის პირობებს და ხელშეკრულებას რომელიც წარმოადგენს წინამდებარე წესების განუყოფელ ნაწილს.

ნებისმიერი პირი, რომელიც აკმაყოფილებს საიტზე რეგისტრაციის პირობებს, სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში და შეიძინოს ვებგვერდზე განთავსებული ნივთი ვალდებულია გაეცნოს და დაეთანხმოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის/ვაჭრობის პირობებს.

ვებგვერდის www.weekofart.com  გამოყენებამდე, გთხოვთ,  დეტალურად   გაეცნოთ აღნიშნულ პირობებს. წინამდებარე პირობების გაცნობა და დადასტურება არ წარმოშობს რაიმე სახის ფინანსურ ან ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის ვალდებულებას.

 

ტერმინები და  განმარტებები

წინამდებარე ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა:

შუამავალი –  www.weekofart.com  ვებგბერდის მესაკუთრე და მმართველი კომპანია.

ხელოვანი –  ვებგვერდზე განთავსებული არტიფაქტის მესაკუთრე

მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება), რომელიც წინამდებარე პირობებს ეთანხმება ელექტრონული ფორმით.

აუქციონში გამარჯვებული პირი – მომხმარებელი რომელიც ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობისას, დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს და გაიმარჯვებს შუამავლის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში.

აუქციონი -შუამავლის ელექტრონული აუქციონის სისტემის www.weekofart.com-ს   საშუალებით გამოცხადებული აუქციონი.

პირობები – წინამდებარე პირობები, რომელსაც მომხმარებელი ეთანხმება ელექტრონული ფორმით.

კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები,  საქართველოს  საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

არტიფაქტი – ხელოვანის საკუთრებაში არსებული არტიფაქტა, რომელიც განიკარგება/ შუამავლის მიერ ელექტრონული აუქციონის მეშვეობით.

ვებგვერდი – ელექტრონული აუქციონების სისტემა www.weekofart.com   

ვებგვერდი ერთიანი ანგარიშსწორების სისტემა – სერვისების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც  მომხმარებელი/აუქციონში  გამარჯვებული პირი იხდის არტიფაქტის სარეალიზაციო საფასურს წინამდებარე პირობებით განსაზღვრული მეთოდებით.

ტრანსპორტირების ღირებულება –  მომხმარებლისთვის სქართველოს ფარგლებს გარეთ გადამზიდი კომპანიის მიერ არტიფაქტის მიწოდების ღირებულება.

 

რეგისტრაციის პირობები

  1. ვებგვერდზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ პირს და სრულწლოვან ფიზიკურ პირს. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიუხედავად სრულწლოვანებისა პირი არის ქმედუუნარო ან შეზღუდულ-ქმედუნარიანი, ან რომელსაც შუამავალმა რაიმე მიზეზით შეუჩერა ანგარიშზე წვდომა.
  2. ფიზიკური პირის რეგისტრაციის ეტაპები:
  • პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არის ქმედუნარიანი, შესაბამის სარეგისტრაციო ელექტრონულ ფორმაში ავსებს შემდეგ ველებს: „პირადი ნომერი“, „გვარი“, „სახელი“, ,,დაბადების თარიღი“, „ფაქტიური მისამართი“, „მობილური ტელეფონის ნომერი“, „ელექტრონული ფოსტის მისამართი“, ,,მომხმარებლის სახელი“ და „პაროლი“, რის შემდეგაც ფიზიკური პირი ეცნობა პირობებს და ეთანხმება მათ ელექტრონულად.
  • ფიზიკური პირი, ვებგვერდზე შეტყობინების სახით მიღებული ინსტრუქციის მიხედვით, ხსნის შესაბამის ვებგვერდის ბმულს და ავსებს მომხმარებლის აქტივაციისათვის საჭირო ველებს. საქართველოს მოქალაქის  თანხმობის საფუძველზე, მის მიერ მითითებული პირადი მონაცემების იდენტიფიცირების მიზნით, შესაძლებელია მოხდეს მათი გადამოწმება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ინფორმაციის ვალიდურობის შემთხვევაში, მომხმარებელი ხდება აქტიური სისტემაში.
  1. იურიდიული პირის რეგისტრაციის ეტაპები:
  • პირი ეცნობა პირობებს და ეთანხმება მათ ელექტრონულად, რის შემდეგაც .იურიდიული პირის მიერ ივსება სარეგისტრაციო ელექტრონული ფორმის ველები: „მომხმარებლის სახელი“, „პაროლი“, „უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი“, „ელექტრონული ფოსტის მისამართი“, „მობილური ტელეფონის ნომერი“ და „საბანკო რეკვიზიტები“.
  • იურიდიული პირი, ვებგვერდზე ავსებს მომხმარებლის აქტივაციისათვის საჭირო ველებს. ინფორმაციის ვალიდურობის შემთხვევაში, მომხმარებელი ხდება აქტიური სისტემაში.
  1. ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს, მომხმარებლის მიერ ნებაყოფლობით ხდება პირადი ინფორმაციის შეყვანა პირად ანგარიშზე, რითაც ადასტურებს მიმდინარე ინფორმაციის სიზუსტეს. მითითებული ინფორმაციის უზუსტობის შემთხვევაში შუამავალი იტოვებს უფლებას გააუქმოს ანგარიში, შეუჩეროს მომხმარებელს ვებგვერდზე წვდომა წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

ავტორიზაცია

ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში მომხმარებლის ელ.ფოსტის და პაროლის შეყვანის გზით.  

 

აუქციონში მონაწილეობის მიღება

  1. ავტორიზაციის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აუქციონის გზით შეიძინოს ვებგვერდზე განთავსებული არტიფაქტი.
  2. აუქციონის გზით არტიფაქტის შეძენისა და გადაცემის პირობები რეგულირდება წინამდებარე პირობებითა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ„ საქართველოს კანონით. მომხმარებელი მზადაა აუქციონში მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული წესებით განსაზღვრული ყველა პირობის დაცვით და გათვალისწინებით.
  3. არტიფაქტის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს შეუძლია იხილოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აუქციონის ჩატარების შესახებ.
  4. 4. ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ არტიფაქტას და სურვილის შემთხვევაში აღნიშნულ არტიფაქტაზე აუქციონის გვერდის გახსნის შემდგომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს აუქციონში მონაწილეობა. აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული.
  5. 5. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.
  6. 6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა შესაბამისი არტიფაქტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის არტიფაქტის ფასს.
  7. 7. აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს არტიფაქტაზე ყველაზე მაღალი ფასის დადებას.
  8. 8. აუქციონი ცხადდება დასრულებულად ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.
  9. 9. აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა აუქციონში გამარჯვებულ პირებს და აუქციონის სხვა მონაწილეებს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას აუქციონის შედეგების შესახებ.
  10. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის მიერ აუქციონში გამარჯვებიდან 5 საათის ვადაში არ მოხდება შეძენისა და ტრანსპორტირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ღირებულების სრულად ჩარიცხვა აუქციონის შედეგი უქმდება და გამარჯვებულად ცხადდება გამარჯვებულამდე რიგით პირველი მონაწილე რომელმაც ყველაზე მაღალი ბიჯი დააფიქსირა.
  11. აუქციონში გამარჯვებული წინამდებარე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდით ასევე ეთანხმება ხელშეკრულების პირობებს, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე წესების განუყოფელ ნაწილს.
  12. ვინაიდან არტიფაქტის რეალიზაცია ხდება საჯარო აუქციონის ფორმით, „მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის“ შესაბამისად მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თვას დადებულ ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს არტიფაქტის დაბრუნება.

მხარეთა უფლებამოსილებები

  1.     შუამავალი უფლებამოსილია:

ა) შეცვალოს აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი ნებისმიერ დროს;

ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონომო ქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან შუამავალს;

გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის ვებგვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი არასწორადმოქმედებს;

დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან დარაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისიზომები.

  1.     მომხმარებელი უფლებამოსილია: 

ა) არტიფაქტის რეალიზაციის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, არტიფაქტის მიღებამდე მოითხოვოს მისი შემოწმება, რისთვისაც ის თავისი ხარჯით მოიწვევს უფლებამოსილ ექსპერტს. თუ მომხმარებელი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, ითვლება, რომ არტიფაქტი უნაკლოა და შეესაბამება გამოცხადებულ პირობებს; 

ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს ვებგვერდზე რეგისტრაციისას მითითებული თავისი პირადი მონაცემები, გარდა მომხმარებლის სახელისა.

 

ვებგვერდის ერთიანი ანგარიშსწორების სისტემა

  1. ელექტრონულ აუქციონში აუქციონის გზით შეძენილი არტიფაქტის სარეალიზაციო საფასურის გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით, კერძოდ:

ა) საბანკო დაწესებულების მეშვეობით

ბ) საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის მეთოდი;

 

  საბანკო დაწესებულების მეშვეობით ანგარიშსწორების გადახდის მეთოდი („ბილინგი“):

ა) მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია სარეალიზაციო საფასურის ნაღდი ფულით გადახდა სს თიბისი ბანკის“   ნებისმიერ ფილილაში ან ამავე ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით, რის შედეგადაც თანხა ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონების სისტემაში. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს.

ბ) გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს, ხოლო ამავე ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გადახდისას შეიყვანოს ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები.

გ) სარეალიზაციო საფასურის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება შუამავლის ანგარიშზე.

დ) აღნიშნული გადახდის ფორმით სარგებლობის საკომისიოს განსაზღვრავს ბანკი.

 

   საბანკო პლასტიკური  ბარათით  გადახდის მეთოდი:

ა) მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია სარეალიზაციო საფასურის ელექტრონული გადახდის ფორმა.

ბ) საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი გადადის შესაბამის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

გ)  ელექტრონული გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს საბარათე ანგარიშზე უნდა გააჩნდეს თანხა იმ ოდენობით, რომ დაიფაროს სარეალიზაციო საფასური და ბანკის საკომისიო, რომელიც მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

 

კონფიდენციალურობა

  1. მომხმარებელი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაციათავისი პაროლის შესახებ. თუ სხვადახვა მიზეზის გამო პაროლი ცნობილი გახდება სხვა პირისთვის, მომხმარებელმა ის უნდა შეცვალოს.
  2. მომხმარებელი პასუხს აგებს მისი სახელით და არჩეული პაროლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.

დამატებითი პირობები

 

  1. 1. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე შეძენილი არტიფაქტის გატანა ხდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, აუქციონში გამარჯვებულს ეკისრება პასუხისმგებლობა შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. ასევე მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს არტიფაქტის ტრანსპორტირებისა და დაზღვევის(ასეთის არსებობის შემთხვევაში) ღირებულების თანხის გადახდა.
  2. 2. შეძენილი არტიფაქტის საზღვრებს გარეთ ტრანსპორტირებისას არტიფაქტის შემთხვევითი დაღუპვის რისკი გადადის მომხმარებელზე გადამზიდი კომპანიისთვის არტიფაქტის გადაცემის მომენტიდან.
  3. 3. შუამავალი არ აგებს პასუხს ვებგვერდზე შესვლისას და შესაბამისი ქმედებების განხორციელებისას მომხმარებლის მიერ გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობის გაუმართაობის/მუშოაბის შეფერხების და ინტერნეტის წყვეტის გამო გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე.
  4. მომხმარებლისათვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება ვებგვერდზე  მის პირად მონაცემებში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

ხელშეკრულება

მომხმარებლისთვის აუქციონით არტიფაქტის შეძენაში ხელშეწყობის შესახებ

 

ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე რეგისტრაციის პირობებზე დათანხმებით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს;

წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები არიან შუამავალსა და მომხმარებელი;

შუამავალი:

  • აი(ი)პ მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში
  • ს/კ 406159696
  • ა/ნ GE17TB7306136080100003 GEL
  • ა/ნ  GE18TB7306136180100001 USD
  • ელ ფოსტა: [email protected]
  • საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონი,
  • ვარკეთილი 3 II მ/რ კორ. 2 ბ. 63
  1. ხელშეკრულების საგანი
  • ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომხმარებლისთვის საჯარო აუქციონის გზით შუამავლის კუთვნილ ვებგვერდზე განთავსებული არტიფაქტის შეძენაში ხელშეწყობა და მისთვის შეძენილი არტიფაქტის მიწოდების უზრუნველყოფა. მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ მისამართზე.
  • შუამავალი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისთვის შეძენილი არტიფაქტის მიწოდება ღირებულების სრულად გადახდიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (საქართველოს ფარგლებში), ხოლო საზღვარგარეთ არტიფაქტის მიქოდება მოხდება გადამზიდი კომპანიის მიერ დადგენილ დროში, მომხმარებლის მიერ გადაზიდვისა და დაზღვევის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ღირებულების გადახდის პირობით.
  • იმ შემთხვევაში, თუკი მომხმარებელი პირველივე ჯერზე არ მოახდენს მიწოდებული არტეფაქტის მიღებას, შემდგომი მიწოდება ექვემდებარება დამატებით ანაზრაურებას.
  1. ანგარიშსწორების წესი და პირობები

2.1.  აუქციონში გამარჯვებისას მომხმარებელი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 5 საათის განმავლობაში უზრუნვეყოს სრული ღირებულების (როგორც ნასყიდობის ისე ტრანპორტირების (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) გადახდა. აღნიშნულ ვადაში თანხის გადაუხდელობა გამოიწვევს აუქციონის შედეგის გაუქმებას.

 

  1. ხელშეკრულების ვადა

       3.1. ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

  1. მხარეთა უფლება-მოვალეობები

4.1. შუამავალი უფლებამოსილია/ვალდებულია:

  • მოითხოვოს მომხმარებლის მიერ დროული ანგარიშსწრება;
  • მომხმარებლის მიერ პირველ ცდაზე შეძენილი ნივთის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მოითხოვოს განმეორებითი ტრანსპორტირების ღირებულების ანაზრაურება;
  • შეამოწმოს ვებგვერდზე განთავსებული ნივთის შესაბამისობა აღწერასთან;
  • დამატებითი საფასურის გარეშე უზრუნველყოს მომხმარებლისთვის შეძენილი არტიფაქტის კიწოდება (საქართველოს ფარგლებში)

4.2.  მომხმარებელი უფლებამოსილია/ვალდებულია

  • მოითხოვოს შეძენილი არტიფაქტის დროული ტრანპოსრტირება;
  • დროულად უზრუნველყოს შეძენილი არტიფაქტის ღირებულებისა და ტრანსპორტირების ღირებულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდა;
  • შეძენილი არტიფაქტის დროული მირება;
  1. მხარეთა პასუხისმგებლობა

5.1. მომხმარებელი პასუხს აგებს შუამავლისთვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე.

5.2. შუამავალი პასუხისმგებელია მის კუთვნის ვებგვერდზე განთავსებული არტიფაქტის არსებობაზე და მის შესაბამისობაზე ვებგვერდზე არსებულ არწერასთან.

5.3. შეძენილი არტიფაქტის შემთხვევითი დაღუპვის რისკი გადადის მომხმარებელზე მისთვის მითითებულ მისამართზე ნივთის მიწოდების მომენტიდან.

5.4. იმ შემთხვევაში, როდესაც არტიფაქტი მომხმარებელს უნდა მიეწოდოს საქართველოს საზღვრებს გარეთ, ნივთის შემთხვევითი დაღუპვის რისკი ეკისრება შუამავალს, გადამზიდი კომპანიისთვის არტიფაქტის გადაცემის მომენტამდე.

5.4. იმ შემთხვევაში თუკი არტეფაქტი არის დიდი ზომის და მისი მიწოდება უნდა განხორციელდეს საზღვარგარეთ, შესაძლებელია მიწოდება განხორციელდეს ქვეჩარჩოს გარეშე.

 

  1. კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

6.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე ვრცელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა

6.2. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე ხელშეკრულებიდან მხარეებს შორის გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში საქმე განსახილველად გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოებს.

 

  1. დასკვითი დებულებები

7.1. მომხმარებელი პასუხს აგებს ვებგვერდზე მისი არცეული სახელითა დ პაოლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.

7.2. ყველა შეტყობინება ითვლება ცაბარებულად მომხმარებლის პირად გვერდზე მითითებულ ელექტრონული ფორტის ისამართზე ან ტელეფონის ნომერზე ინფორმაციის გაგზავნით.