0%

ლანა მინდელი

ხელოვანის პორტრეტი

„შეიძლება ითქვას, რომ ხატვა და სიარული ერთდროულად ვისწავლე. ყოველი დღე ჩემთვის ინსპირაციაა კონკრეტული ფერწერის შესაქმნელად. ვცდილობ, იმ დღის ემოცია, აურა, მდგომარეობა გადმოვცე ნახატში, რადგან ვთვლი, რომ ფერწერა უფრო ღრმად აჩვენებს ადამიანის სულიერ მდგომარეობას. ხატვასთან ერთად, ძალიან მიყვარს ძერწვა, ქსოვა, კერვა… თავისუფალ დროს ძირითადად ქსოვას ვუთმობ, ვცდილობ 8 ვიხმარო კაშკაშა, ნათელი ფერები, რომ სამოსი პოზიტიური ენერგიით ავავსო! იყო დრო, როდესაც ძალიან დაკავებული ვიყავი, – მაღაზია მქონდა, სადაც ჩემი დიზაინით იქმნებოდა ავეჯი. თუმცა, მაშინ ხატვა შევწყვიტე, მაგრამ წამითაც არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მაინც შემოქმედებით სფეროსთან ვიყავი დაკავშირებული. მოგვიანებით, კვლავ დავუბრუნდი ფერწერას და ვთვლი, რომ ყველა ადამიანმა უნდა ხატოს თავისუფალ დროს, – ეს საუკეთესო გზაა საკუთარი თავის შესაცნობად.“

ნამუშევრები

„ქაოსი”, 90x70სმ, ტ. აკრილი, 2019

“ოცი-ოცი”, 100x100სმ, ტ. შერ. ტექნიკა, 2019

„აკვა”, 80x100სმ, ტ. აკრილი, 2019

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია