0%

რუსუდან მაჭავარიანი

ხელოვანის პორტრეტი

„ჩემი შემოქმედება სრულიად დგას განწყობასა და ემოციებზე, რომელიც რაღაც ძალით მაქმნევინებს თითოეულ ნამუშევარს. ვმუშაობ ფერწერასა და გრაფიკაში, თექაზე და ვქსოვ გობელენებს. ტექნიკას ვირჩევ იმის მიხედვით თუ რისი თქმა, რა ეფექტის მიღწევა მსურს. ცხოვრების ამ ეტაპზე მიზიდავს აბსტრაქცია, რადგან საზღვრები არ არსებობს და თავისუფლად შეიძლება ფრთების გაშლა. ჩემთვის, სათქმელის გაზიარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ გზით მიღებული ემოცია, შეფასებები მოტივაციასა და ინსპირაციას მაძლევს შევქმნა მეტი, დავრჩე აქტიური ხელოვნების სფეროში. მეორეც, ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მინდა მოსწავლეებს დავანახო ხელოვნების მნიშვნელობა და ძალა, მეტის სწავლება მოვასწრო მომავალი თაობებისთვის. ამისთვის, 14 წელია თავდაუზოგავად ვშრომობ და დავდივარ საჩხერის მაღალმთიან სოფელში გაკვეთილების ჩასატარებლად. მინდა ხელოვნება ყველგან მიწვდეს და უთხრას მომავალს თავისი სათქმელი.“

ნამუშევრები

„ტრიპტიქი“, 175x280სმ, გობელენი, 2017

„მირაჟი“, 120x95სმ, გობელენი, 2015

„აბსტრაქცია I“, 130x200სმ, თექა, 2012

„აბსტრაქცია II“, 100x190სმ, თექა, 2012

„სიზმარი“, 70x85სმ, თექა, 2018

პროფესიული გამოცდილება

მ. თოიძის სამხატვრო სასწავლებელი; თსს აკადემია, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, ქსოვილების მხატვრული გაფორმება; 2008-დან საჩხერის რ-ის სოფელ ნიგვზარის