0%

ირინე რურუა

ხელოვანის პორტრეტი

“ვმუშაობ აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით. განხორცილებული პროექტების ძირითადი მედიუმებია ფოტო და ვიდეო, ნამუშევრების თემები კი სოციალური ნარატივები, რომლებიც თავის მხრივ უკავშირდება ქალაქსა და გარემოს რომელშიც ვცხობრობთ.

2022 წლიდან ვმუშაობ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე ,,ასეთი ხანგრძლივი არყოფნა’’. ფილმი შუახნის მარტოხელა ქალის ცხოვრების ერთ კრიზისულ დღეს ასახავს და ტრაგიკული ამბების შემდეგ საკუთარი თავის ძიებისა და გამორკვევის თემას ეხება. პროექტი ამჟამად პოსტ-პროდუქციის ეტაპზეა და წარმოების ბოლო საფეხურებს გადის.

2021 წელს ვიმუშავე ფოტო-ვიდეო პროექტზე რომელიც ქალთა შრომისა და მიგრაციის კვლევის ერთგვარი ვიზუალიზაცია იყო.
ამავე წელს დავიწყე ფოტო-ვიდეო პროექტი რუსთავში გარემოვაჭრე ქალების სამუშაო/ გარემო პირობების ასახვის მიზნით. აღნიშნული პროექტი დღემდე მიმდინარეობს და ცდილობს დააკვირდეს ცვლილებებს, რომელსაც პერიოდულად სახელმწიფოს მხრიდან მათი შევიწროვება იწვევს.

2020 წელს პანდემიის დაწყებამ და გაურკვეველი მომავლის პერსპექტივამ მიბიძგა დავკვირვებოდი ქალქს, რომელშიც დაბადებიდან ვცხოვრობ თუმცა მასთან კავშირს ვერასოდეს ვგრძნობდი. ,,რატომ დარჩა ყველაფერი ისე როგორც იყო’’ დოკუმენტური ფოტო და ვიდეო პროექტია, სადაც მანამდე შეუმჩნეველი ადგილების შემჩნევით საკუთარი ქალაქისა და იდენტობის შესწავლის მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება.”

ნამუშევრები

დილა სადგურის მოედანზე

პორტრეტები ცხოველების ბაზრობიდან მარნეულში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოველების ბაზრობა უახლოესი რეგიონებიდან ჩამოსულ მოქალაქეებსა და მათ გასაყიდ, შინაურ ცხოველებს კვირაში ერთი დღე, მთის ფერდობზე უყრის თავს. ქალებს აქ იშვიათად შეხვდებით და კიდევ უფრო იშვიათად გაიგონებთ მათ საუბარს. აქ მხოლოდ მამაკაცების ხმა ისმის.

პროფესიული გამოცდილება

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, სამაგისტრო პროგრამა, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება (2020-2022) საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, საბაკალავრო პროგრამა, სახელოვნებო მეცნიერებები, მედია და მენეჯმენტი (2012-2016) გამოცდილება: მოკლემეტრაჟიანი მხ.ფილმი – ,,ასეთი ხანგრძლივი არყოფნა” (რეჟისორი; სცენარის ავტორი) ფოტო-ვიდეო პროექტი – ქალთა შრომისა და მიგრაციის კვლევის ვიზუალიზაცია – სოციალური სამართლიანობის ცენტრის პროექტი (ფოტოგრაფი; იდეის ავტორი) ფოტო პროექტი – Wonderzofphotography – Arts & Humanities Website (ფოტოგრაფი) ფოტო-ვიდეო პროექტი – “რატომ დარჩა ყველაფერი ისე როგორც იყო” – თბილისის ონლაინ ბიენალე (ფოტოგრაფი; ვიდეოგრაფი ; იდეის ავტორი) მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – ,,მოახლოება” “16 women for change” ამერიკის საელჩო საქართველოში | Sakdoc film | Mec (რეჟისორი; სცენარის ავტორი)