ხელოვანის პორტრეტი
„ადრეულ პერიოდში ცეკვით ვიყავი გატაცებული, მაგრამ ტრავმის გამო უარი ვთქვი ჩემს საყვარელ საქმიანობაზე. უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამდე ფაქტიურად, არ ვხატავდი. ჩემს თავში ეს ნიჭი დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი მხატვრის ამპლუაში, რადგან აქ შენს სამყაროში ხარ და ტილოზე გადმოგაქვს ყოველი შენი ემოცია. აკადემიური ხატვის შემდეგ მასწავლებელთა მომზადების პროგრამითაც დავინტერესდი. ძალიან მინდოდა სკოლაში და კლასთან მუშაობის გამოცდილება მიმეღო. ამჟამად, ხელოვნებათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამას ვსწავლობ, რადგან ვთვლი რომ ყველა მხატვარმა უნდა მიიღოს თეორიული ცოდნა ხელოვნებათმცოდნის დონეზე და შემდგომ ამის საფუძველზე შექმნას ნამუშევრები. იმედი მაქვს სამომავლოდ ჩემი პროფესიით ბევრ საინტერესო რაიმეს გავაკეთებ და ჩემს კვალს დავტოვებ სახელოვნებო სივრცეში.“