0%

იამზე ვაჩეიშვილი

ხელოვანის პორტრეტი

“დავიბადე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სკოლაც ჩოხატაურში დავამთავრე. სწავლა გავაგრძელე თბილისის აგრარულ უნივერსიტეტში, პროფესიით ვარ ეკოლოგი.

ფოტოგრაფიით დავინტერესდი როცა სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად ავიღე ფოტოკამერა. 2019 წელს გავიარე ფოტოგრაფიის კურსი, საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციაში, მალევე მონაწილეობა მივიღე რამდენიმე ფოტოკონკურსში და საპრიზო ადგილებიც მხვდა წილად.”

ნამუშევრები

წაჩხურობა - რწმენის, იმედის და მადლიერების დღესასწაული წაჩხურობა სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში აღინიშნება, აღდგომის მომდევნო კვირაში, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს.

წაჩხურობა - რწმენის, იმედის და მადლიერების დღესასწაული ამ დღეს, მთავარანგელოზის ეკლესიაში უშვილო წყვილები მოსალოცად მთელი საქართველოდან მიდიან და წაჩხურის მთავარანგელოზის ხატს წყალობას შესთხოვენ. მომლოცველებს ეკლესიაში მიაქვთ პატარა აკვნები თოჯინებით. ტარდება სპეციალური წირვა უშვილოებისთვის.

წაჩხურობა - რწმენის, იმედის და მადლიერების დღესასწაული