0%

ნინი ბაკურაძე

ხელოვანის პორტრეტი

„ვფიქრობ, ადამიანი შემოქმედების გარეშე სრულიად ცარიელდება. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდანვე საოცარ ნახატებს ვქმნიდი, ან ხატვის დიდი ინტერესი მქონდა. ორწლიან სამხატვრო სკოლაში კი ვისწავლე, მაგრამ შემოქმედების ნამდვილი საზრისი მხოლოდ მაშინ შევიგრძენი, როდესაც პირველად განვიცადე ყველაზე ძლიერი გრძნობა, – სრული სიცარიელის შეგრძნება და მარტოსულობა. სწორედ ამის გააზრებამ მიბიძგა, ზოგადად, არსებობაზე მეფიქრა და დამეწყო იმ საშუალების ძიება, რაც ჩემი „მე“-ს შეცნობაში დამეხმარებოდა. ეს პროცესი ხატვამ გაამარტივა. ვმუშაობ ზეთსა და აკრილში, ვიყენებ ფანქარს, ცარცს, ნახშირს, გუაშს, აკვარელს, – ყველაფერს, რაც იმ მომენტში ხელთ მომხვდება. მომწონს ქანდაკება და ინსტალაცია.
ჩემი მომავლის ყოველი გეგმა ხატვასან არის ასოცირებული, ან მისით განმსჭვალული.

ნამუშევრები

„უდაბნო", ქაღალდი, 40X30, 2019

„თვლემას მინებება", ქაღალდი, აკვარელი, ტუში, აკრილი, ფანქარი, 62X94, 2022

„სიზრმრისეული", ქაღალდი, აკვარელი, ფანქარი, 25X19, 2021

პროფესიული გამოცდილება

ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიაუნი, ფილოსოფიის მაგისტრი