0%

სოფია სლეპჩენკო

ხელოვანის პორტრეტი

“მე ვარ სოფია,თვითნასწავლი ფოტოგრაფი საქართველოდან. ფოტოგრაფიის მიმართ ინტერესი პატარაობიდანვე მქონდა. მახსოვს სკოლიდან რომ მოვიდოდი სახლში, ავიღებდი ბებიაჩემის ძველ შავ-თეთრ ალბომს, შავ-თეთრი განსაკუთრებით მომწონდა, გავშლიდი იატაკზე და საათობით შემეძლო თვალიერება, ყველა დეტალი მაინტერესებდა ფოტოზე რაც იყო აღბეჭდილი. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი გართობა.დღემდე შემომრაჩა ძველი ფოტოების მიმართ სიყვარული.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საცხოვრებლად რუსეთში გადავედი და აქ გამიჩნდა ინტერესი კონცეპტუალური ჟანრის მიმართ,რომელშიც ვიპოვე ჩემი თავი.ყველაზე დიდ სიამოვნებას გადაღების პროცესი მანიჭებს. და ბოლოს, დიდი იმედი მაქვს, რომ მალე საქართველოში ვიცხოვრებ და რაღაც ღირებულს შევქმნი.”

ნამუშევრები

შეხება,გრძნობა,თავისუფლება

ძლიერი

დეპრესია