0%

ასმათ გვარამაძე

ხელოვანის პორტრეტი

„ჩემი საქმიანობა საკმაოდ შორსაა ხელოვნებისგან, მაგრამ ყოველთვის მქონდა მასთან შეხება. “მოყვარული მხატვრის“ წოდებაც ცოტა ზედმეტი იქნება ჩემთვის. თუმცა, ვხატავ უდიდესი სიამოვნებით, ძირითადად, გუაშის საღებავებით. ჩემი ნახატები მარტივია, ცოტა ბავშვურიც, ძალიან ბევრი ფერით და დადებითი ემოციებით.

მიხარია, როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემი ნახატები თავს ზღაპარში აგრძნობინებთ… მიყვარს ხელოვნება, მისი ყველა დარგი – მხატვრობა, მუსიკა, ლიტერატურა, კინო, თეატრი და, ზოგადად, ყველაფერი, რაც სილამაზესთან და მშვენიერებასთან არის დაკავშირებული…

მინდა, ნახატებით სხვებსაც გავუზიარო ჩემი ემოციები და ბედნიერი ვიქნები, თუ წამიერად მაინც მოვგვრი მათ ღიმილს…“

 

 

ნამუშევრები

„ფერადი სოფელი“, 32x42სმ, ქაღ. გუაში, 2021