ხელოვანის პორტრეტი
„ვფიქრობ, არის რაღაც ემოცია, რაც ყოველთვის ზედმეტად ბევრია ჩემში. და აი, ეს მონარჩენი, რომელსაც მე ვეღარ ვიტევ, მაიძულებს (კარგი გაგებით) ვხატო და შევუქმნა ერთგვარი ბინა ჩემს მოგონებებს. პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ეს განსხვავებული ელფერის ენერგია რომელიც ჩემში ტრიალებს და ელოდება გამოთავისუფლებას, არ გავფლანგო. ყველაზე დიდი ამოცანა, რასაც საკუთარ თავს ვუსახავ ხატვისას, – გულწრფელობაა. ემოციური გულწრფელობა და შინაგანად სრული გაშიშვლების შიშის არქონა. შესაბამისად, ყველაზე მეტად ის მიხარია, როდესაც დამთვალიერებელი ემოციურ პარალელს ავლებს თავის ცხოვრებასთან და ამ მხრივ პოულობს საერთოს.
ხშირად ვფიქრობ ხოლმე, გავსკდებოდი-მეთქი ალბათ, ან გავქვავდებოდი, ხატვა რომ არ შემეძლოს.“
პროფესიული გამოცდილება
თსს აკადემია, დიზაინის ფაკულტეტი, ტექსტილის დიზაინის მიმართულება