ხელოვანის პორტრეტი
„ყველაზე მეტად ის მიყვარს, როცა სიურეალიზმით საკუთარ თავთან კავშირს ვპოულობ. ნამდვილ ნაწილთან, ყველა პატერნისგან დაცლილთან, რომელიც ჯერ არაა თავისუფალი, მაგრამ ამისთვის ყველაფერს აკეთებს. ზუსტად რომელი ნაწილი ხატავს, არ ვიცი, ალბათ ის, რომელიც ძალიან ღრმად არის მიჩქმალული ან ჩაფლული.
პერსონაჟები, რომლებსაც ვხატავ, ჩემი გაუცხოებული ნაწილები არიან, რომლებიც დროის გასვლასთან ერთად, მთლიანად ამსხვრევენ ჩარჩოებს და გენდერულ როლებს, ცრურწმენებს, თავისუფლდებიან სტერეოტიპებისგან…“