0%

მანჩო ელიზარაშვილი

ხელოვანის პორტრეტი

„ხატვასთან კავშირი ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება…
განსაკუთრებული ინტერესი სკოლის პერიოდში გამოიკვეთა, როდესაც დაწყებით კლასებში უამრავ დროს ვუთმობდი საკუთარი ფერადოვანი წარმოსახვის ფურცელზე გადმოტანას. თბილისის სამხატავრო სასწავლებელში მისაღებ გამოცდაზე ,,ხელოვნების სამყაროში’’ მოხვედრამ, ჩემზე უდიდი შთაბეჭდილება მოახდინა.  სწორედ ეს მომენტი მახსენდება ხატვასთან პირველ მნიშვნელოვან შეხებად , რამაც განაპირობა ჩემი ჰობის შემდგომში პროფესიად ჩამოყალიბება.

ვხატავ , მუდმივ ძიებაში ვარ, ვცდილობ ახალი შთაბეჭდილებები ახლებურად გადმოვცე. ჩემი ინსპირაცის წყარო უმეტესწილად მუსიკას, ადამიანებს და მოვლენებს უკავშირდება.“

ნამუშევრები

,,ახალგაზრდა გოგონა“, 50x40სმ, ტ. აკრილი, 2017

,,სიცარიელე“, 50x40სმ, ტ. აკრილი, 2017

,,ნარინჯისფერი ტონები“, 60x60სმ, ტ. აკრილი, 2017

,,წერტილები“, 60x60სმ, ტ. აკრილი, 2017

,,ახალგაზრდა გოგონა, 80x80სმ, ტ. აკრილი, 2017

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, მედიახელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკული დიზაინის მიმართულება