ხელოვანის პორტრეტი
„პირველი მოლბერტი თოვლის ბაბუამ მაჩუქა 5 წლის ასაკში. ყოველთვის მიყვარდა ხატვა, თუმცა, იყო პერიოდები, როდესაც ჩემი საყვარელი ჰობისთვის დრო არ მრჩებოდა. არასოდეს დამიხატავს იმისთვის, რომ ნახატები გამეყიდა. ყოველთვის ვხატავ იმ თავისუფლების შეგრძნებისთვის, რომელსაც ხატვის პროცესიდან ვიღებ და რა თქმა უნდა, საკუთარი ემოციების გადმოტანისთვის.“