0%

გუნაი შიხლარი

ხელოვანის პორტრეტი

„ჩემი სამყარო სავსეა კითხვებითა და პასუხებით. მე ვფიქრობ, რომ დედამიწაზე ჩემი მისიაა ყველაფერი დამალულის სინათლეზე გამოტანა. არ ვარ ზედაპირზე მოკალათებული ადამიანი, სულ გათხრებში ვარ, რათა ზედაპირზე ამოვიტანო დაფლული საგანძური. შემოქმედებისადმი დიდი სიყვარული მაქვს, მგონია, ჩემი ქსოვილი კულტურითა და ხელოვნებითაა ნაქსოვი. სასწაულია, ხედავდე, როგორ ქმნიან შენი თითები საოცრებას! მე მინდა გავაფერადო სამყარო, ვიხსნა კავკასია რუხი ფერისგან და ვაჩვენო მისი სიდიადე.“

ნამუშევრები

„ჩვენ ერთნი ვართ", Adobe Illustrator, 5.30MB, 2023

„ტყის ხალხი", Adobe Illustrator, 6.13MB, 2023

„სურვილი", Adobe Illustrator, 33.8 MB, 2023

პროფესიული გამოცდილება

კულტურის მკვლევარი. ამჟამად ვსწავლობ გრაფიკულ დიზაინს, და მაქვს ფოლკლორისა და შემოქმედების ლაბორატორია “Günçıx”.