0%

დეა სოსელია

ხელოვანის პორტრეტი

„ვმუშაობ სხვადასხვა მედიაში – ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია, კედლის მხატვრობა, ინსტალაცია, ვიდეო არტი. ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი შემოქმედება იყოს მრავალფეროვანი და მქონდეს ინდივიდუალური გამოსახვის ხერხები. უფრო ხშირად, ჩემი ნამუშევრები ინსპირირებულია იმ გარემოთი და კულტურით, სადაც ვიმყოფები. მაქვს საკუთარი სამხატვრო სტუდიო „სოსელია არტ სტუდიო“ სადაც ვასწავლი ფერწერას. ასევე, გალერეა „სოსელია არტ გალერეა“, სადაც წარმოდგენილა ჩვენი ოჯახის მხატვართა სამი თაობის ნამუშევრები.“

ნამუშევრები

„ბახუსი“, 115x130სმ, ტ. ზ., 2019

„დეგუსტაცია“, 120x170სმ, ტ. ზ., 2018

„ორშიმო“, 75.5x115სმ, ტ. ზ., 2019

„დიონისე“, 160x70სმ, ტ. ზ., 2019

„ვენახი“, 80x90სმ, ტ. ზ., 2019

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ფერწერის მიმართულება; რომის სამხატვრო აკადემია; ინსტალაციის მიმართულება, თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA)