0%

ელისაბედ უგულავა

ხელოვანის პორტრეტი

„ბავშვობაში, არასდროს მიფიქრია, ვინ უნდა გამოვსულიყავი,- უბრალოდ, სულ ვიცოდი, რომ მხატვარი ვარ. ამაში ეჭვიც არ შემპარვია. აბიტურიენტობის პერიოდში, ზედმეტი ფიქრის გარეშე ავირჩიე ხელოვნებათმცოდნეობა. ვფიქრობ, ეს პროფესია ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იყო. ხატვით ყოველთვის ვხატავდი, ზეთის საღებავების სუნი, გამხსნელები, ქვეჩარჩოზე ტილოს გადაკვრა, – ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივი, განუყოფელი ნაწილი იყო, მაგრამ აკადემიური სივრცისგან შორს ვიყავი. თავიდან, მეგონა, რომ ყველაფერი, რაც ხელოვნების შესახებ ვიცოდი, ხელოვნებათმცოდნეობის მეშვეობით გარკვეულ სისტემურ მწყობრში დადგებოდა, ნათელი წარმოდგენა მექნებოდა კონკრეტულ საკითხებზე. თურმე, ვცდებოდი… სწორედ სწავლის პროცესში აღმოვაჩინე ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელი შუასაუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნება. სწორედ ქართული მონუმენტური ფერწერის შესწავლამ, ღრმა გააზრებამ, სტილური თუ იკონოგრაფიული მახასიათებლების ანალიზმა მოახდინა დიდი გარდატეხა ჩემს მსოფლმხედველობაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ პერიოდის მხატვრობა შინაგანი თავისუფლებითა და ნაივურობით გამოირჩევა. მე ვცდილობ, სწორედ ეს ხასიათი გადმოვცე ჩემს ნამუშევრებში.“

ნამუშევრები

„თუში ქალბატონები“, 1925x2399, პროგრამა Photoshop, 2022

„იამზე“, 1609x2105, პროგრამა Photoshop, 2021

„მარიამისა და ელისაბედის შეხვედრა“, 2345x3712, პროგრამა Photoshop, 2022

პროფესიული გამოცდილება

ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის საბაკალავრო პროგრამა „ხელოვნებათმცოდნეობა” (მაინორი პროგრამა: სახვითი ხელოვნება)