0%

თამარ იანვარაშვილი

ხელოვანის პორტრეტი

„ცოტა უცნაური ბავშვი ვიყავი, – ჩემი სამყარო მქონდა, მაინტერესებდა ცა და რაც იმის იქით ხდებოდა. საყვარელი თემა ასტრონომია იყო. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ხელოვნებაში ძალები ცოტა ხნის წინ მოვსინჯე. მინიატურული კომპოზიციები ჩემთვის იდეების, პროტესტის, ემოციების გამოხატულების საშუალება გახდა. საქართველოში მინიატურული ნამუშევრების კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და გავრცელების მიზნით დავაარსე “თაიას სახელოსნო“. ვცდილობ, პოლულარიზაცია გავუწიო ამ დარგს. არ ვუშინდები სირთულეებს და სიახლეებს, ვმონაწილეობ გამოფენებში, სასწავლო პროგრამებში.“

ნამუშევრები

„მიტოვებული სახლი აფხაზეთში“, ასლი, ტერეხა, თაბაშირი, ხელოვნური ბალახი, 12x30სმ, 2022