0%

თამარ რიგიშვილი

ხელოვანის პორტრეტი

„ჩემი ბავშვობის პირველი გაცნობიერებული ემოციები მხატვრობას უკავშირდება… დედაჩემი პროფესიონალი მხატვარი იყო და ფერებმა ბავშვობიდან მომხიბლა. დიდხანს ვიჯექი ხოლმე მოლბერტთან და ჩემს ბავშვურ ფერად ფანტაზიებს ვაცოცხლებდი ტილოზე. ეს მითიური ზღაპრული სამყარო იყო ჩემთვის. ჩემი პირველი ნახატები არასოდეს ქრებოდა მეხსიერებიდან, სავსე მსუბუქი სიმარტივით და სიხარულით, შორს სამყაროს ტვირთისა და დეპრესიისგან. ყველა ემოცია ფერებად გარდაისახებოდა და სავსე იყო უსაზღვრო თავისუფლებითა და სიმარტივით. შემდეგ იყო ხელოვნების კლასიკური განათლება….
90-იანი წლების დასაწყისში დავინტერესდი იკონოგრაფიით, რამაც დამატყვევა… იკონოგრაფიამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემს ძიებაზე – თანამედროვე მხატვრული ინდივიდუალური სტილის ჩამოყალიბებაზე. ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენები და ცხოვრებისეული მომენტები, ჩემს ფანტაზიას ახალი კრეატიული იდეებით კვებავს. ჩემ შემოქმედებას ახალი განშტოება ციფრული გრაფიკა დაემატა, იგი ავსებს და ემოციურად ამდიდრებს ჩემს ფერწერას. ეს უსაზღვრო შესაძლებლობაა, რომ მეტი ემოციის ახალი მეთოდებით გადმოცემა შეძლო, – სწრაფი მოქმედება ციფრული პრინტის შექმნით და მეტი ხელმისაწვდომობა ჩემი მხატვრობისადმი.“

ნამუშევრები

„ცისფერი ნავი“, ციფრული ამოსაბეჭდი გრაფიკა, 80X110, 2022

„სიყვარული სახლსაც სიყვარულით ავსებს“, ციფრული ამოსაბეჭდი გრაფიკა, 80X110, 2022

„ნისლიანი მთვარე”, ციფრული ამოსაბეჭდი გრაფიკა, 80X110, 2022

პროფესიული გამოცდილება

ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი; თსს აკადემია