0%

მაია ჭყონია

ხელოვანის პორტრეტი

„ვარ მხატვარი, განათლებით გრაფიკოსი-ილუსტრატორი. ამჟამად ვმუშაობ ფერწერაში და გრაფიკაში, თუმცა, სხვადასხვა ეტაპებზე მიმუშავია გობელენზე, თექაზე და მინანქარზე, მცირე პლასტიკაში. მაქვს გაფორმებული ორი თოჯინური სპექტაკლი, ორი ფილმი, რამდენიმე წიგნი. ვასწავლი უნივერსიტეტში, სასწავლებელში და სტუდიაში. რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, მიუხედავად არც ისე მცირე სამხატვრო სტაჟისა, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ, მთავარი აღმოჩენები წინაა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებ.“

ნამუშევრები

,,წითელი და შავი“, ქაღალდი, ტუშის, პასტელი, ფერადი ფანქარი, 39.5X49.5, 2012

„მეზღვაურის ოჯახი“, მონოტიპია, ქაღალდი, აკვარელი, 67X44, 2023

,,ძველი ბაღი“, შოლკოგრაფია. ქაღალდი, 28X37, 2017

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, დაზგური გრაფიკა, ილუსტრაციის სპეციალობით; თბილისის ,,მხატვრის სახლის” გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო;