ხელოვანის პორტრეტი
„ვცდილობ, ჩემი შემოქმედება დღევანდელ აუდიტორიასთან კომუნიცირებდეს. პრობლემები, რომლებზეც ვმუშაობ, მაქსიმალურად სხვა რაკურსით დანახული და წარმოჩენილი უნდა იყოს, იმისათვის, რომ კიდევ უფრო გასაგები გახდეს და კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინოს. ხელოვანები ხშირად ამბობენ, რომ კითხვების გაჩენა აუცილებელია. მაგრამ, რა კითხვები იქნება, რამდენად ლოგიკური იქნება და რამდენად გამოაფხიზლებს ადამიანს, გაცილებით მნიშვნელოვანია. კითხვებმა უნდა დააფიქროს ადამიანი და სულ სხვა რაკურსით დაანახოს ირგვლივ არსებული პრობლემები. ჩემი შემოქმედება ნამდვილად ბადებს კითხვებს, აჩენს იდეებს და აცოცხლებს ადამიანს.“
პროფესიული გამოცდილება
თსს აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ფერწერის მიმართულება, ბაკალავრი; მედია ხელოვნების ფაკულტეტი, მულტიმედია დიზაინი, მაგისტრი